პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა?NEWSTV მთავარზე დაბრუნება

კონსტიტუციური სარჩელის განხილვა - მე-18 სხდომაზე კითხვები "ნაციონალური მოძრაობისა" და "ახალის წევრებმა დასვეს

ნაციონალური მოძრაობაქართული ოცნებასაკონსტიტუციო სასამართლორუსთავი 2კოალიცია ცვლილებისთვისლელო

საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელის განხილვისას პარტია „ახალის“ ლიდერი ნიკა გვარამია სხდომათა დარბაზიდან გააძევეს, რის შემდეგაც „კოალიცია ცვლილებისთვის“ წევრებმა პროცესში მონაწილეობაზე უარი განაცხადეს.

კონსტიტუციური სარჩელის განხილვა - მე-18 სხდომაზე კითხვები "ნაციონალური მოძრაობისა" და "ახალის წევრებმა დასვეს
რუსთავი 2

საკუთრების უფლება, ყინწვისის, ლაფანყურის სპეცოპერაციის საქმეები და 2008 წლის ომი - "ნაციონალური მოძრაობის" კითხვების დიდი ნაწილი სწორედ ამ უკანასკნელს ეხებოდა. ერთ-ერთი პირველი კითხვა ჰააგის ტრიბუნალის გადაწყვეტილებას უკავშირდებოდა. "ნაციონალური მოძრაობის" წევრები შეეცადნენ სასამართლო დაერწმუნებინათ, რომ მიხეილ სააკაშვილი დანაშაულებრივ ბრძანებებს არ გასცემდა. სპეკულაცია და ტყუილი ასე შეაფასა ადრესატმა შეკითხვის შინაარსი. არჩილ გორდულაძემ სააკაშვილის თანაპარტიელებს ომიდან 3 თვეში ხელმოწერილი რეზოლუცია შეახსენა და უთხრა , რომ სწორედ "ქართული ოცნების" ხელისუფლების პირობებში გახდა შესაძლებელი საკვანძო მტკიცებულებების მოძიება, საერთაშორისო სასამართლოებში წარდგენა და ქართველი სამხედროების ღირსების დაცვა.

საკონსტიტუციო სასამართლოს მე-18 სხდომაზე "ნაციონალურ მოძრაობას" დღეს იმის აღიარებაც მოუხდა, რომ ომთან დაკავშირებით საქართველოსთვის სასარგებლო გადაწყვეტილებები სწორედ 2012 წლის შემდეგ იქნა მიღებული.

2008 წლის ომის გარდა დღევანდელ სხდომაზე "ნაციონალური მოძრაობის" წევრები ისევ შეეცადნენ იმის მტკიცებას, რომ სარჩელში მოყვანილი ბრალდებების ნაწილი მათ არ უნდა შეეხოთ. მაგალითად იკითხეს რატომ იყო საკონსტიტუციო სარჩელში მათ წინააღმდეგ გამოყენებული ე. წ "ყინწვისის სპეცოპერაციის" საქმე. სპეცოპერაცია, რომელიც გახმაურებული საქმეების ჩამონათვალში ერთ-ერთია. "ნაციონალური მოძრაობის" მმართველობის ბოლო წელს ყინწვისში 24 კაციანი ჯგუფი დააკავეს. ოფიციალური ვერსიით მათ შეთქმულებას, კონსტიტუციური წყობის ძალადობით შეცვლას და ამბოხს ედავებოდნენ. მტკიცებულებების დაუსაბუთებლობის და ძალის გადამეტებაზე კითხვები მალევე გაჩნდა. "გოგუაძე საქართველოს" წინააღმდეგ სარჩელზე კი სტრასბურგის სასამართლომ ევროპული კონვენციის დარღვევები დაადგინა.

გახმაურებული საქმეების კონტექსტში "ნაციონალურმა მოძრაობამ" დღეს კიდევ ერთხელ მოისმინა ის კრიტიკული ანგარიშები და დასკვნები, რომელიც ყინწვისის სპეცოპერაციის გარდა ლაფანყურის საქმესაც უკავშირდებოდა.

კონსტიტუციური სარჩელის განხილვის დროს, "ნაციონალური მოძრაობის" წევრების მხრიდან შეკითხვა საკუთრების უფლების საქმეებთან დაკავშირებითაც დაისვა. პარტია, რომელსაც საკუთრების უფლების ხელყოფას და ამ უფლების მასობრივად დარღვევას ედავებიან მოსარჩელე მხარისგან მტკიცებულებებს ითხოვდა. მტკიცებულებებს შორის სარჩელის ავტორებმა "რუსთავი 2-ის" საქმე დაუსახელეს, ასევე შეახსენეს, რომ მათი მხრიდან დარღვეული უფლების შემდეგ სახელმწიფომ დაზარალებულებს 67 მილიონ ლარზე მეტის ღირებულების უძრავი და მოძრავი ქონება დაუბრუნა. დაზარალებულად კი სულ მცირე 400 პირი იქნა ცნობილი.

"ნაციონალური მოძრაობის" წევრებმა მოსარჩელის მიმართ შეკითხვების ეტაპი დაასრულეს. დღის მეორე ნახევარში ეს პროცესი კოალიცია ცვლილების წევრებმა გააგრძელეს. პარტია "ახალის" წევრები 18 დღიანი განხილვების შემდეგ ისევ იმ კითხვას სვამდნენ თუ რა ქმედების გამო ითხოვენ მათი პოლიტიკური ძალის აკრძალვას. 5 ოპოზიციურ პარტიასთან შეთანხმებული მოქმედება, ქვეყნის კონსტიტუციური წყობილების ხელყოფის, ტერიტორიული მთლიანობის დარღვევის მცდელობები და ძალადობრივი აქციების მხარდაჭერა-ეს არასრული ჩამონათვალია იმ ბრალდებების, რასაც სარჩელის ავტორები ნიკა გვარამიას პარტიას ედავებიან.

სასამართლო პროცესის პროცედურებით უკმაყოფილო იყო პარტია "ახალის" ლიდერი. სასამართლოს თავმჯდომარისგან რამდენჯერმე შენიშვნა და გაფრთხილებაც მიიღო, რაც საბოლოოდ დარბაზიდან ნიკა გვარამიას გაძევებით დასრულდა.

დარბაზიდან გაძევების შემდეგ სხდომაში მონაწილეობაზე უარი განაცხადა "კოალიცია ცვლილებისთვის" ყველა წარმომადგენელმა. მოსარჩელე მხარის განცხადებით, გვარამია მთავარი საკითხებიდან ყურადღების გადატანას და საზოგადოებაზე ზეგავლენის მოხდენას პროვოკაციული მეთოდებით ცდილობს.

კონსტიტუციური სარჩელის განხილვა ხვალ განახლდება. სხდომა ისევ მოპასუხე მხარის, ამჯერად "ლელოს" შეკითხვებით გაგრძელდება.

მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
საკონსტიტუციო სარჩელის განხილვა კითხვა-პასუხის რეჟიმში გრძელდება - დღეს შეკითხვები ინდივიდუალური პასუხისმგებლობის გარდა, პარტიების საერთო პასუხისმგებლობასთან დაკავშირებითაც დაისვაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები