„დღეს პარტია სხდომაზე აღარ შევა, ხვალ კი ნადარაიას აცილების საკითხს დავაყენებთ“ – ნიკა გვარამია
საკონსტიტუციო სასამართლოს დარბაზიდან გაძევებული ნიკა გვარამია აცხადებს, რომ მისი პარტია დღევანდელ სხდომაზე აღარ შევა, ხოლო ხვალ მოსამართლე ნადარაიას აცილების საკითხს დააყენებს.

ნიკა გვარამია, რომელიც საკონსტიტუციოს თავმჯდომარემ დარბაზიდან კვლავ გააძევა, განცხადებას აკეთებს:
„ჩვენ არ ვაპირებთ დღევანდელ სხდომაზე შესვლას… მას თავი სისხლის სამართლის სასამართლოს ზონდერი ჰგონია და ზუსტად ასე იქცევა… მისი კომპეტენცია არის უბრალოდ წარმოუდგენლად დაბალი კონსტიტუციურ სამართალში, თუ საერთოდ რამენაირი არის და გასაგებია რატომ დანიშნეს იგი რამდენიმე კვირით ადრე ამ სარჩელის ჩანიშვნამდე. ბატონი ნადარაია არის ზონდერი, მოვლენილი პარტიების გასაუქმებლად, მის დანიშნულება და ფუნქცია არის მხოლოდ ეს, რომ მაქსიმალურად ხელი შეუშალოს ოპოზიციას, რომელიც ისედაც არის სამართლებრივი ტერორის და არა მხოლოდ სამართლებრივი ტერორის ქვეშ ამ ქვეყანაში…
…დღეს ჩვენი პარტია სასამართლოზე აღარ შევა, ხვალ კი ბატონი ნადარაიას აცილების საკითხს დავაყენებთ“
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
2 სტატიანიკა გვარამია – ვიცით, რას აქვს მნიშვნელობა მოსამართლე ნადარაიასთვის, არა მხოლოდ ამ დარბაზში, არამედ მის გარეთაც და ხვალ ამ ფაქტებს წარმოვადგენთ მისი აცილების საფუძვლად, მანამდე ჩვენ იქ არ შევალთ
ნიკა გვარამია - რევაზ ნადარაია არის მივლენილი ზონდერი პარტიების გასაუქმებლად - ხვალ მისი აცილების საფუძველზე ფაქტებს წარმოვადგენთ
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…