პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა?NEWSTV მთავარზე დაბრუნება

ვატო შაქარიშვილი: ჩვენი ბუნებრივი სტატუსი, მოდელი, არის ნეიტრალიტეტი. სწორედ ნეიტრალიტეტს შეუძლია მოუტანოს საქართველოს ყველაზე ხელშესახები უსაფრთხოების გარანტიები

„ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ აღმასრულებელი მდივანი ვატო შაქარიშვილი აცხადებს, რომ ქვეყნის ბუნებრივი სტატუსი ნეიტრალიტეტია, რაც საქართველოს უსაფრთხოების გარანტიებს მოუტანს, ხოლო რომელიმე ბლოკში გაწევრიანება მომგებიანი არ არის.

ვატო შაქარიშვილი: ჩვენი ბუნებრივი სტატუსი, მოდელი, არის ნეიტრალიტეტი. სწორედ ნეიტრალიტეტს შეუძლია მოუტანოს საქართველოს ყველაზე ხელშესახები უსაფრთხოების გარანტიები
იმედინიუსი

ჩვენი ბუნებრივი სტატუსი, მოდელი, არის ნეიტრალიტეტი და სწორედ ნეიტრალიტეტს შეუძლია მოუტანოს საქართველოს ყველაზე ხელშესახები უსაფრთხოების გარანტიები, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ აღმასრულებელმა მდივანმა, ვატო შაქარიშვილმა.

მისი თქმით, რომელიმე ბლოკში გაწევრიანება საქართველოსთვის მომგებიანი არ არის.

„არაერთი გარემოება არსებობს იმისთვის, რომ ჩვენ ვსაუბრობთ სწორედ ნეიტრალურ სტატუსზე და არა რომელიმე ბლოკში გაწევრიანებაზე, ვინაიდან, ეს არ არის საქართველოსთვის მომგებიანი არც ეკონომიკურად, არც უსაფრთხოების განზომილებით, არც სუვერენიტეტის შენარჩუნების თვალსაზრისით და არცერთი მიმართულებით. ჩვენი ბუნებრივი სტატუსი, მოდელი, არის ნეიტრალიტეტი და სწორედ ნეიტრალიტეტს შეუძლია მოუტანოს საქართველოს ყველაზე ხელშესახები უსაფრთხოების გარანტიები. მისცეს შესაძლებლობა, რომ იყოს ადეკვატური ახალ მსოფლიო რეალობასთან და ფეხი აუბას ამ ახალ მსოფლიო რეალობას. გამოიყენოს განვითარების ის შესაძლებლობები, რაც ახალმა მსოფლიო რეალობამ ჩვენს წინაშე შექმნა“, - აღნიშნა მან.

„ნეიტრალური საქართველო“: ევროკავშირში გაწევრიანება არ შეიძლება იყოს საქართველოს სახელმწიფოებრივი არსებობის მიზანი, დეგრადაციის შეუქცევად პროცესში მყოფ გაერთიანებასთან ურთიერთობის გადატვირთვის მოლოდინი კი − საგარეო პოლიტიკის სტრატეგია. საქართველოს მომავალი არ უნდა განისაზღვრებოდეს იმით, რომელ პოლიტიკურ ბლოკს მივეკუთვნებით. იგი უნდა განისაზღვრებოდეს იმით, რა ადგილი, რა ფუნქცია და რა მნიშვნელობა ექნება დამოუკიდებელ საქართველოს თანამედროვე მსოფლიოში

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

2 სტატია
სამთავრობო 2
  1. იმედინიუსისამთავრობოვატო შაქარიშვილი: საქართველო უნდა გათავისუფლდეს ევროკავშირში ინტეგრაციის კონსტიტუციური დოგმისგან
  2. რუსთავი 2სამთავრობოჩვენი მოწოდება ხელისუფლების მიმართ არის ის, რომ გავთავისუფლდეთ და გავათავისუფლოთ ქვეყანა კონსტიტუციური დოგმისგან - ვატო შაქარაშვილი ნეიტრალიტეტის საკითხზე
მასალის შესახებპირველწყარო: იმედინიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
ვატო შაქარიშვილი: როდესაც ცდილობენ ნეიტრალიტეტის იდეის დისკრედიტაციას, ამბობენ, რომ ევროკავშირის მტრები ვართ. ევროკავშირისა და ევროპის მტერი თუ ვინმეა, ეს არის ევრობიუროკრატია და ის აბსოლუტურად მცდარი, გიჟური პოლიტიკა, რითაც უკვე ათწლეულებია, ხელმძღვანელობენწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები