ჩვენი მოწოდება ხელისუფლების მიმართ არის ის, რომ გავთავისუფლდეთ და გავათავისუფლოთ ქვეყანა კონსტიტუციური დოგმისგან - ვატო შაქარაშვილი ნეიტრალიტეტის საკითხზე
„ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ აღმასრულებელი მდივანი ვატო შაქარიშვილი ხელისუფლებას მოუწოდებს, ქვეყანა „კონსტიტუციური დოგმისგან“ გაათავისუფლოს და ევროინტეგრაციის ნაცვლად ნეიტრალური სტატუსი განიხილოს.
"ნეიტრალური საქართველო" ევროკავშირთან ურთიერთობის პირობებისა და ნეიტრალიტეტის შესაძლებლობების შესახებ ფართო საზოგადოებრივი განხილვის დაწყებას ითხოვს. პარტიამ ვრცელი წერილი გაავრცელა.
მათი განცხადებით, ევროკავშირში ახალი წევრებისთვის გამოსაცდელი პერიოდისა და შესაძლო უფლებრივი შეზღუდვების განხილვა ეჭვქვეშ აყენებს წევრი ქვეყნების თანასწორობის პრინციპს და საქართველოს ეროვნულ ინტერესებთან შესაბამისობას.
"ერთიანი ნეიტრალური საქართველო" აღმასრულებელი მდივნის, ვატო შაქარიშვილის შეფასებით, ქვეყნის საგარეო პოლიტიკა რომელიმე ბლოკში გაწევრიანების ნაცვლად, სახელმწიფოს უსაფრთხოებაზე, ეკონომიკურ განვითარებასა და ტერიტორიული მთლიანობის დაცვით სხვადასხვა საერთაშორისო ცენტრთან თანამშრომლობაზე უნდა იყოს ორიენტირებული.
"ნებისმიერ დროს, ახალი წევრი ქვეყნებისთვის საკუთარი ინტერესების დაცვა ბიუროკრატიის მხრიდან შეიძლება შეფასდეს, როგორც არასაკმარისი ერთგულება ევროკავშირის საერთო პოლიტიკისა და პრინციპების მიმართ. ეს კი შეიძლება გამოყენებული იყოს მათ წინააღმდეგ სადამსჯელო ღონისძიებების შემოღების საფუძვლად.
ასეთ პირობებში მიგვაჩნია, რომ საქართველოს საგარეო პრიორიტეტად კვლავ რჩებოდეს ასეთ გაერთიანებაში ინტეგრაცია, რომელიც დეგრადაციის შეუქცევად პროცესშია, ხიფათის შემცველია და გვაკარგვინებს შესაძლებლობას, ახალ რეალობაში გამოვიყენოთ ის ფართო ეკონომიკური შესაძლებლობები და ახალი მოცემულობა, რათა საერთაშორისო ასპარეზზე ნეიტრალური სტატუსის საკითხი გავიტანოთ.
ჩვენი მოწოდება ხელისუფლების მიმართ კიდევ ერთხელ არის ის, რომ გავთავისუფლდეთ და გავათავისუფლოთ ქვეყანა ამ კონსტიტუციური დოგმისგან", - აღნიშნა შაქარიშვილმა.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
1 სტატიამასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…