პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა?NEWSTV მთავარზე დაბრუნება

ვატო შაქარიშვილი: როდესაც ცდილობენ ნეიტრალიტეტის იდეის დისკრედიტაციას, ამბობენ, რომ ევროკავშირის მტრები ვართ. ევროკავშირისა და ევროპის მტერი თუ ვინმეა, ეს არის ევრობიუროკრატია და ის აბსოლუტურად მცდარი, გიჟური პოლიტიკა, რითაც უკვე ათწლეულებია, ხელმძღვანელობენ

ვატო შაქარიშვილი აცხადებს, რომ ევროპის მტერი თავად ევრობიუროკრატია და მისი მცდარი პოლიტიკაა. მისი თქმით, საქართველოსთვის ბუნებრივი და ოპტიმალური გზა ნეიტრალიტეტია, რაც იზოლაციას არ ნიშნავს.

ვატო შაქარიშვილი: როდესაც ცდილობენ ნეიტრალიტეტის იდეის დისკრედიტაციას, ამბობენ, რომ ევროკავშირის მტრები ვართ. ევროკავშირისა და ევროპის მტერი თუ ვინმეა, ეს არის ევრობიუროკრატია და ის აბსოლუტურად მცდარი, გიჟური პოლიტიკა, რითაც უკვე ათწლეულებია, ხელმძღვანელობენ
იმედინიუსი

როდესაც ცდილობენ ნეიტრალიტეტის იდეის დისკრედიტაციას, ამბობენ, რომ ვიღაცის მტრები ვართ, რომ ევროკავშირის მტრები ვართ. ევროკავშირისა და ევროპის მტერი თუ ვინმეა, ეს არის ევრობიუროკრატია და ის აბსოლუტურად მცდარი, გიჟური პოლიტიკა, რითაც უკვე ათწლეულებია, ხელმძღვანელობენ, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ აღმასრულებელმა მდივანმა ვატო შაქარიშვილმა ნეიტრალიტეტის იდეაზე საუბრისას.

მან ისაუბრა ნეიტრალიტეტის თემაზე თბილისში გამართული საერთაშორისო ფორუმისა და იმ მოსაზრებების შესახებ, რომლებიც ფორუმის მონაწილეებმა წარმოადგინეს.

„ჩვენ ვართ პოლიტიკური პარტია, რომელიც სისტემურად მუშაობს ნეიტრალიტეტის იდეაზე. ცოტა ხნის წინ ვუმასპინძლეთ ძალიან მასშტაბურ საერთაშორისო ფორუმს ნეიტრალიტეტის შესახებ, სადაც 10-ზე მეტი ქვეყნიდან ჩამოსულები იყვნენ მოაზროვნეები, ექსპერტები, ანალიტიკოსები, ყოფილი პოლიტიკოსები, ისტორიკოსები. ისინი ხაზს უსვამდნენ, რომ ეს არჩევანი ქართველი ხალხის გასაკეთებელია, მაგრამ არაერთი გარემოებიდან გამომდინარე, განსაკუთრებით, უკრაინის მძიმე ტრაგედიის ფონზე, მათი მხრიდანაც არის გაცემული რეკომენდაცია, რომ სწორედ ყველაზე ბუნებრივი, ოპტიმალური, ხელშესახებ გზა საქართველოსთვის არის ნეიტრალიტეტი”, - განაცხადა შაქარიშვილმა.

„ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ აღმასრულებელი მდივნის თქმით, იმისთვის, რომ საქართველოს სამყაროში მისი რეალური ფუნქციისთვის ვერ მიეგნო, დიდი ფული დაიხარჯა.

„ათწლეულები მუშაობდნენ ამაზე, რომ ამ სამყაროში ჩვენ ჩვენი რეალური ფუნქციისთვის და ადგილისთვის ვერ მიგვეგნო და ამაში ძალიან დიდი ფული დაიხარჯა, ძალიან ბევრი ორგანიზაცია, პარტია, მედია შეიქმნა საქართველოში. ჩვენ კარგად გვესმის, რომ ამ ყველაფრის დემონტაჟს შესაბამისი დრო და მუშაობა დასჭირდება, მაგრამ მკაფიოდ ვამბობთ, რომ ნეიტრალიტეტი არ ნიშნავს იზოლაციას.

როდესაც ცდილობენ ნეიტრალიტეტის იდეის დისკრედიტაციას, ამბობენ, რომ ვიღაცის მტრები ვართ, რომ ევროკავშირის მტრები ვართ. ევროკავშირისა და ევროპის მტერი თუ ვინმეა, ეს არის ევრობიუროკრატია და ის აბსოლუტურად მცდარი, გიჟური პოლიტიკა, რითაც უკვე ათწლეულებია, ხელმძღვანელობენ. ჩვენ არავის მტერი არ ვართ. ჩვენ ვართ ღია თანამშრომლობისთვის. ჩვენ არ უნდა გავაკეთოთ პოლუსებს შორის არჩევანი, არამედ მათ შევთავაზით ჩვენი ქვეყანა, როგორც თანამშრომლობის სივრცე”, - დასძინა ვატო შაქარიშვილმა.

მასალის შესახებპირველწყარო: იმედინიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
ვატო შაქარიშვილი: ჩვენი ბუნებრივი სტატუსი, მოდელი, არის ნეიტრალიტეტი. სწორედ ნეიტრალიტეტს შეუძლია მოუტანოს საქართველოს ყველაზე ხელშესახები უსაფრთხოების გარანტიებიწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები