როდესაც პუტინი 1997 წლის მდგომარეობაზე საუბრობს, მისთვის ეს ყირიმის და დონბასის დაბრუნებას ნიშნავს – ვადეფული
იოჰან ვადეფულის განცხადებით, ვლადიმერ პუტინის მოთხოვნა ნატოს 1997 წლის საზღვრებთან დაბრუნებაზე არასერიოზულია, რადგან ამ ლოგიკით მოსკოვს ყირიმისა და დონბასის დაბრუნება მოუწევს.

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის, იოჰან ვადეფულის განცხადებით, რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის მოთხოვნა ნატოს 1997 წლის საზღვრებთან დაბრუნების შესახებ არასერიოზულია.
მისი თქმით, ამ ლოგიკით, მოსკოვს უკრაინისთვის ოკუპირებული ყირიმისა და დონბასის დაბრუნება მოუწევს, რისთვისაც რუსეთი მზად არ არის.
„რა თქმა უნდა, არასერიოზული იყო, როდესაც პუტინი 1997 წლის მდგომარეობასთან დაბრუნებაზე საუბრობდა, რადგან მისთვის ეს უკრაინის ამჟამად დაპყრობილი მთელი აღმოსავლეთ ტერიტორიისა და ყირიმის დაბრუნებას ნიშნავს. მართლა მზად არის რუსეთი ამის გასაკეთებლად? არა მგონია. ასე რომ, ვიყოთ სერიოზულები“, — განაცხადა ვადეფულმა.
მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ რუსეთმა პატივი უნდა სცეს მის მიერ აღებულ საერთაშორისო სამართლებრივ ვალდებულებებს.
„მათ უნდა დაიცვან ეს სამართლებრივი ჩარჩო, რომელსაც ხელი მოაწერეს. სწორედ ეს იყო ევროპული უსაფრთხოების საფუძველი და ჩვენ მას ყოველთვის დავიცავთ“, — განაცხადა ვადეფულმა.
ნატოს გენერალურმა მდივანმა მარკ რუტემაც განაცხადა, რომ პუტინის მოთხოვნები ალიანსის 1997 წლის საზღვრებთან დაბრუნებაზე მიუღებელია და ნატოში ამას კარგ მოსაზრებად არავინ მიიჩნევს.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…