პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა?NEWSTV მთავარზე დაბრუნება

პუტინმა გაგლოევი “სამხედრო-მემორიალურ საკითხებში წარმომადგენლად” დანიშნა

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ყოფილი დე ფაქტო ლიდერი ალან გაგლოევი სამხედრო-მემორიალურ საკითხებში თავის სპეციალურ წარმომადგენლად დანიშნა.

პუტინმა გაგლოევი “სამხედრო-მემორიალურ საკითხებში წარმომადგენლად” დანიშნა
ნეტგაზეთი

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის ყოფილი ლიდერი ალან გაგლოევი “რუსეთის პრეზიდენტის სპეციალურ წარმომადგენლად დანიშნა სამხედრო-მემორიალური საკითხებისა და ისტორიული მეხსიერების შენარჩუნების მიმართულებით”.

შესაბამისი განკარგულება სამართლებრივი აქტების ოფიციალურ პორტალზე გამოქვეყნდა.

ინფორმაციას ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო საინფორმაციო სააგენტო „რესი“ ავრცელებს.

ალან გაგლოევი ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო ლიდერი 2022 წლის მაისიდან 2026 წლის 23 ივნისამდე იყო. მაშინდელი ოფიციალური ცნობით, მან თანამდებობა საკუთარი გადაწყვეტილებით დატოვა მას შემდეგ, რაც ვლადიმერ პუტინისგან რუსეთის პრეზიდენტის მრჩევლის პოზიციაზე მუშაობის შეთავაზება მიიღო. გაგლოევი დე ფაქტო პრეზიდენტად 2022 წელს, ანატოლი ბიბილოვის დამარცხების შემდეგ აირჩიეს.

2026 წლის ივნისში, გადადგომის შემდეგ, გაგლოევმა განაცხადა, რომ რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში მუშაობას იწყებდა.

მასალის შესახებპირველწყარო: ნეტგაზეთი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ე.წ. პრეზიდენტს ირჩევენწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები