ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

პუტინი ოკუპირებული ცხინვალის „ხელისუფლებასა და ხალხს“ დახმარების გაგრძელებას ჰპირდება

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. „პრეზიდენტს“, მარატ კამბოლოვს ე.წ. „რესპუბლიკის დღე“ მიულოცა და ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავებასა და დახმარების გაგრძელებას დაჰპირდა. საქართველოსა და საერთაშორისო თანამეგობრობისთვის აღნიშნული ე.წ. არჩევნები და დღესასწაულები უკანონოა.

პუტინი ოკუპირებული ცხინვალის „ხელისუფლებასა და ხალხს“ დახმარების გაგრძელებას ჰპირდება
პუტინი ოკუპირებული ცხინვალის „ხელისუფლებასა და ხალხს“ დახმარების გაგრძელებას ჰპირდებაBM.GE

'რუსეთ-ცხინვალის ურთიერთობები წარმატებით ვითარდება კეთილმეზობლობისა და მოკავშირეობის სულისკვეთებით“, - ამის შესახებ აღნიშნულია წერილში, რომლითაც რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი დროებით ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. „პრეზიდენტს“, მარატ კამბოლოვს ე.წ. „რესპუბლიკის დღეს“ ულოცავს.

ვლადიმერ პუტინის მტკიცებით, მოსკოვი და ცხინვალი „ნაყოფიერად თანამშრომლობენ სხვადასხვა მიმართულებით და ურთიერთობენ რეგიონული უსაფრთხოებისა და სტაბილურობის განმტკიცების ინტერესებიდან გამომდინარე“.

„ჩვენ, უდავოდ, გავაგრძელებთ მჭიდრო ერთობლივ მუშაობას მრავალმხრივი პარტნიორული კავშირების შემდგომი გაღრმავებისა და განვითარების მიზნით“, - აღნიშნულია მისალოც წერილში.

რუსეთის პრეზიდენტის თქმით, კრემლი საოკუპაციო რეჟიმის მხარდაჭერას კვლავ განაგრძობს.

„ასევე მსურს დავადასტურო, რომ რუსეთი გააგრძელებს ყველა შესაძლო დახმარების გაწევას სამხრეთ ოსეთის ხელისუფლებისა და ხალხის მიმართ სახელმწიფოებრიობის მშენებლობისა და სოციალურ-ეკონომიკური განვითარების ამოცანების გადაწყვეტაში“, - წერს პუტინი.

შეგახსენებთ, ოკუპირებულ ცხინვალში ე.წ. „საპრეზიდენტო არჩევნები“ ჩატარდა, რომელშიც, დე ფაქტო ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, ხმების 84.95%-ით მარატ კამბოლოვმა „გაიმარჯვა“.

საქართველო და საერთაშორისო თანამეგობრობა საოკუპაციო რეჟიმის მიერ ჩატარებულ ე.წ. არჩევნებსა და დღესასწაულებს უკანონოდ მიიჩნევენ და მათ ლეგიტიმურობას არ ცნობენ.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„ნაყოფიერად თანამშრომლობენ სხვადასხვა მიმართულებით და ურთიერთობენ რეგიონული უსაფრთხოებისა და სტაბილურობის განმტკიცების ინტერესებიდან გამომდინარე“
ვლადიმერ პუტინი
„ასევე მსურს დავადასტურო, რომ რუსეთი გააგრძელებს ყველა შესაძლო დახმარების გაწევას სამხრეთ ოსეთის ხელისუფლებისა და ხალხის მიმართ სახელმწიფოებრიობის მშენებლობისა და სოციალურ-ეკონომიკური განვითარების ამოცანების გადაწყვეტაში“
ვლადიმერ პუტინი
მასალის შესახებპირველწყარო: BM.GE ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
პუტინმა კამბოლოვს ცხინვალის "არჩევნებში" გამარჯვება მიულოცაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები