ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ე.წ. პრეზიდენტს ირჩევენ

ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ვადამდელი ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნები ტარდება მას შემდეგ, რაც ალან გაგლოევი პოსტიდან გადადგა. კენჭისყრაში ოთხი კანდიდატი მონაწილეობს, თუმცა გავრცელებული შეფასებით, არჩევნებს ფორმალური ხასიათი აქვს და გამარჯვებულად მოსკოვის მიერ მივლენილი მარატ კამბოლოვი სახელდება.

ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ე.წ. პრეზიდენტს ირჩევენ
ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ე.წ. პრეზიდენტს ირჩევენრადიო თავისუფლება

ე.წ. ვადამდელ არჩევნებში მონაწილეობენ „პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი“ მარატ კამბოლოვი (საინიციატივო ჯგუფის კანდიდატი), ზურაბ კოკოევი (პარტია „ერთობა“), მურატ ვალიევი („ალანიის პატრიოტები“) და ყაზბეკ კოდოევი (საინიციატივო ჯგუფი).

ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნები 2027 წელს უნდა ჩატარებულიყო, თუმცა ვადაზე ადრე დანიშნეს, მას შემდეგ, რაც 2026 წლის ივნისში „პრეზიდენტის" პოსტიდან გადადგა ალან გაგლოევი და სამუშაოდ პუტინის ადმინისტრაციაში წავიდა.

18 სექტემბრის კენჭისყრას ფორმალური ხასიათი აქვს, რადგან არავის ეპარება ეჭვი, რომ გამარჯვებულად გამოცხადდება ოკუპირებულ ცხინვალში მოსკოვის მიერ მივლენილი მარატ კამბოლოვი.

რუსეთმა ე.წ. სამხრეთ ოსეთი დამოუკიდებელ რესპუბლიკად ცნო საქართველოს წინააღმდეგ 2008 წლის აგვისტოში დაწყებული ომის შემდეგ.

ოკუპირებული ცხინვალის რეგიონი, საიდანაც დევნილია 30 ათასამდე ადამიანი და ბევრი სოფელი განადგურებულია, მთლიანად რუსეთზე დამოკიდებული და მოსკოვიდან მართულია.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

მასალის შესახებპირველწყარო: რადიო თავისუფლება ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
კამბოლოვი 88%-ზე მეტ ხმას აგროვებს - ცხინვალის „არჩევნების“ შედეგებიწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები