პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა?NEWSTV მთავარზე დაბრუნება

პუტინმა გაგლოევი ახალ თანამდებობაზე დანიშნა

ვლადიმერ პუტინმა ცხინვალის რეგიონის ყოფილი დე ფაქტო ლიდერი გაგლოევი ახალ თანამდებობაზე დანიშნა — შესაბამის ბრძანებულებას მან ხელი 24 ნოემბერს მოაწერა.

პუტინმა გაგლოევი ახალ თანამდებობაზე დანიშნა
რადიო თავისუფლება

პუტინმა ბრძანებულებას დღეს, 24 ნოემბერს, მოაწერა ხელი. ის ხელმოწერისთანავე შევიდა ძალაში.

გაგლოევი ცხინვალის რეგიონს 2022 წლის მაისიდან ხელმძღვანელობდა. 2026 წლის 23 ივნისს, პუტინთან შეხვედრის შემდეგ, ის თანამდებობიდან გადადგა და იმავე დღეს რუსეთის პრეზიდენტის მრჩეველი გახდა.

გაგლოევის გადადგომამდე მოსკოვმა ცხინვალში რუსეთის ყოფილი მაღალჩინოსანი მარატ კამბოლოვი მიავლინა. 27 მაისს კამბოლოვი გაგლოევის მრჩეველი გახდა, 16 ივნისს კი გაგლოევმა ის დე ფაქტო პრემიერ-მინისტრად დანიშნა. გაგლოევის გადადგომის შემდეგ კამბოლოვი დე ფაქტო პრეზიდენტის მოვალეობას ასრულებდა. სექტემბერში მან რიგგარეშე ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებში გაიმარჯვა. დე ფაქტო საარჩევნო ადმინისტრაციის მონაცემებით, კამბოლოვმა ხმების 84,95% მიიღო.

კამბოლოვი ჩრდილოეთ ოსეთიდანაა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის პირველი დე ფაქტო პრეზიდენტია, რომელიც რეგიონში არ დაბადებულა და დანიშვნამდე იქ არც უცხოვრია.

დე ფაქტო პრემიერ-მინისტრად კამბოლოვმა დანიშნა ცხინვალში დაბადებული სოსლან მარგიევი, რომელიც 20 წელზე მეტხანს რუსეთის სასამართლო სისტემაში მუშაობდა. „პირველ ვიცე-პრემიერად“ რუსეთის განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ყოფილი მოადგილე ეკატერინა ტოლსტიკოვა დაინიშნა, „ვიცე-პრემიერად“ კი – ბელგოროდის ოლქის გუბერნატორის ყოფილი პირველი მოადგილე დმიტრი გლადსკი.

მასალის შესახებპირველწყარო: რადიო თავისუფლება ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
ცხინვალში სინაგოგის აღდგენის ინიციატივას კრიტიკა მოჰყვაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები