სკანდალი: "საზოგადოებრივი მაუწყებლობის" ყოფილი ჟურნალისტი ამბობს, რომ დაკავების დროს ხელკეტით გაუპატიურებით ემუქრებოდნენ
ნარკოდანაშაულში ბრალდებული ყოფილი ჟურნალისტი ნოდარ ჩაჩუა აცხადებს, რომ პოლიციის განყოფილებაში ფიზიკურად გაუსწორდნენ და ხელკეტით გაუპატიურებით ემუქრებოდნენ. შსს ბრალდებებს ცრუსა და დაუსაბუთებელს უწოდებს.

"საზოგადოებრივი მაუწყებლობის" ყოფილი ჟურნალისტი, ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებულინოდარ ჩაჩუა ამბობს, რომ დაკავების დროს გაუპატიურებით ემუქრებოდნენ - სკანდალური განცხადება მან სასამართლო პროცესზე გააკეთა და აღნიშნა, რომ მუქარას და ფიზიკურ ანგარიშსწორებას ადგილი პოლიციის გამყოფილებაში ჰქონდა.
ყოფილი ჟურნალისტი ირწმუნება, რომ მთელი ამ დროის განმავლობაში პერიოდულად, პოილციელები ვინმე "რონის" ეკონტაქტებოდნენ. ჩაჩუას მტკიცებით, სწორედ ის აკონტროლებდა მთელ იმ პროცესს.
კი, იყო ხელის დარტყმა, რა თქმა უნდა, მათ შორის, იყო მუქარა შემდეგ უკვე კაბინეტში. იქვე იდო რაღაც "დუბინკა" თუ ასე შემდეგ და ახლა ამ "დუბინკით" გაგაუპატიურებ და ქათამს გაგიშვებ ციხეში თუ ასე შემდეგ. იყო ამ ტიპის საუბარი. ეს უკვე კაბინეტში ხდებოდა მასთან, იქ განყოფილებაში, სადაც მიმიყვანეს"- თქვა ჟურნალისტმა.
ვინ არის "რონი", ვისაც "საზოგადოებრივი მაუწყებლის" ყოფილი ჟურნალისტი ახსენებს - ეს წესით გამოძიებამ უნდა დაადგინოს, იმ შემთხვევაში, თუ დაკავებულის მიერ სასამართლოში გაკეთებული განცხადების შემდეგ გამოძიება დაიწყება.
შეგახსენებთ, „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ ყოფილმა ჟურნალისტმა, წინა კვირას ციხიდან წერილი გაავრცელა სადაც ამტკიცებდა, რომ მის ოჯახზე ზეწოლა მიმდინარეობს.
ჩაჩუას თქმით, ცენტრალური კრიმინალური პოლიცია მისგან ისეთი პირების დასახელებას მოითხოვს, რომელთა ნაწილიც ჟურნალისტის განცხადებით მისი მეგობარია და მათთან არანაირი საქმიანი ურთიერთობა არ აქვს.
11 ნოემბერს შინაგან საქმეთა სამინისტრომ "საზმაუს" ყოფილი თანამშრომლის საპასუხოდ ვრცელი განცხადება გამოაქვეყნა, სადაც უწყება ბრალდებებს „ცრუს და დაუსაბუთებელს“ უწოდებს. შსს-მ განცხადებას თან დაურთო 16-წამიან ფარულ ვიდეო ჩანაწერი.
ნოდარ ჩაჩუა 6 ოქტომბერს დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების შეძენის, შენახვისა და რეალიზაციის ბრალდებით დააკავეს. მას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა აქვს შეფარდებული.
დაკავებული იყო მისი მეუღლეც, რომელიც ასევე ყოფილი ჟურნალისტია. ქალს ნარკოტიკის შეძენა-შენახვას ედავებიან. ლალო ბერია სასჯელაღსრულების დაწესეულებას რამდენიმე თვეში დატოვებს. ქალს საპროცესო შეთანხმაბა გაუფორმდა.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…