პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

უარვყოფთ ნოდარ ჩაჩუას ბრალდებებს – შსს-ს

შინაგან საქმეთა სამინისტრო

შსს უარყოფს ნარკოდანაშაულისთვის დაკავებული ყოფილი ჟურნალისტის, ნოდარ ჩაჩუას ბრალდებებს პოლიციის მხრიდან ზეწოლაზე და აცხადებს, რომ საგამოძიებო მოქმედებები კანონის სრული დაცვით ჩატარდა.

უარვყოფთ ნოდარ ჩაჩუას ბრალდებებს – შსს-ს
ნეტგაზეთი

შინაგან საქმეთა სამინისტრო ეხმაურება „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ ყოფილი ჟურნალისტის, ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებული ნოდარ ჩაჩუას განცხადებას, რომელშიც ზეწოლაზე საუბრობდა.

უწყება ბრალდებებს „ცრუსა“ და „დაუსაბუთებელს“ უწოდებს. შსს-მ ვიდეოკადრებიც გაავრცელა.

რას ამბობს სამინისტრო

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაში ნათქვამია, რომ სამართალდამცველებმა ნოდარ ჩაჩუა და მისი მეუღლე, ლალი ბერია, მიმდინარე წლის პირველ ოქტომბერს თბილისში, მათი საცხოვრებელი სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე შეაჩერეს.

„პირადი ჩხრეკის მიმდინარეობისას, რომლის ვიდეოგადაღებაც პოლიციის თანამშრომლებმა განახორციელეს, ლალი ბერიამ სამართალდამცველებს განუცხადა, რომ ნარკოტიკულ საშუალებებს გამრეკელის ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელ ბინაში ინახავდა და ნებაყოფლობით მიუთითა მათი ზუსტი ადგილმდებარეობა“, – აცხადებს შსს.

შსს-ს განცხადებით, საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას ამოიღეს ნარკოტიკული საშუალებები: „კოკაინი“, „მეთადონი“, „მდმა“, „ალფა-პვპ“ და ფსიქოტროპული ნივთიერება „კეტამინი“, ასევე ნარკოტიკული საშუალებების დაფასოებისთვის საჭირო მასალები და ნივთები – მათ შორის, ელექტროსასწორი, კოლბები და წებოვანი ლენტები.

უწყება ამბობს, რომ აღნიშნული საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების შემდეგ ნოდარ ჩაჩუა და ლალი ბერია ბრალდებულის სახით დააკავეს.

რას ედავება დაკავებულებს უწყება

„შინაგან საქმეთა სამინისტროს“ განცხადებით, ნოდარ ჩაჩუას ბრალდება წარედგინა:

ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენის, შენახვისა და რეალიზაციის, ასევე, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტებზე.

ლალო ბერიას:

წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტებზე.

ლალო ბერიას დღეს, 11 ნოემბერს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა, რომელიც სასამართლომ დაამტკიცა. უფლებადამცველის თქმით, საპროცესოს პირობები მოიცავს 6 თვეს რეალურ სასჯელს, 3-წლიან პირობით მსჯავრსა და 3 000-ლარიან ჯარიმას.

„შინაგან საქმეთა სამინისტრო კატეგორიულად უარყოფს ნოდარ ჩაჩუას მიერ სამართალდამცველების მიმართ გამოთქმულ ბრალდებებს და განმარტავს, რომ აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე განხორციელებული საგამოძიებო მოქმედებები ეფუძნებოდა კანონით გათვალისწინებულ საფუძვლებს და ჩატარდა შესაბამისი საპროცესო ნორმების დაცვით“, – წერია განცხადებაში.

ნახვა Facebook-ზე

მედიისთვის „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ ყოფილი ჟურნალისტისა და მისი მეუღლის, „POST TV“-ის ყოფილი ჟურნალისტის ლალო ბერიას დაკავების შესახებ ცნობილი 6 ოქტომბერს გახდა.

იხილეთ ასევე:

ნოდარ ჩაჩუას ცოლს, ლალო ბერიას საპროცესო გაუფორმდა ;

“ჩემი ცოლი ტყვეობაში ჰყავთ” – საზმაუს ექს-ჟურნალისტი პოლიციისგან ზეწოლაზე საუბრობს

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

6 სტატია
სამთავრობო 2ოპოზიციური 3ნეიტრალური 1
  1. იმედინიუსისამთავრობოშსს: ნოდარ ჩაჩუასა და მისი მეუღლის ლალი ბერიას მიმართ ნარკოდანაშაულთან დაკავშირებულ სისხლის სამართლის საქმეზე საპროცესო და საგამოძიებო მოქმედებები კანონის სრული დაცვით ჩატარდა
  2. ფორმულაოპოზიციურიშსს "ცრუს და დაუსაბუთებელს" უწოდებს ნოდარ ჩაჩუას განცხადებას ზეწოლაზე
  3. რუსთავი 2სამთავრობოშსს: ნოდარ ჩაჩუასა და მისი მეუღლის, ლალი ბერიას მიმართ ნარკოდანაშაულთან დაკავშირებულ სისხლის სამართლის საქმეზე საპროცესო და საგამოძიებო მოქმედებები კანონის სრული დაცვით ჩატარდა
  4. ინტერპრესნიუსინეიტრალურიშსს ჟურნალისტ ნოდარ ჩაჩუას მიერ პოლიციელების მიმართ გამოთქმულ ბრალდებებს „ცრუს და დაუსაბუთებელს“ უწოდებს და განმარტავს, რომ მის საქმეზე „საპროცესო და საგამოძიებო მოქმედებები კანონის სრული დაცვით ჩატარდა“
  5. ალიაოპოზიციურიშსს ნოდარ ჩაჩუას პასუხობს
  6. რადიო თავისუფლებაოპოზიციურინარკოდანაშაულში ბრალდებული ნოდარ ჩაჩუას ცოლს საპროცესო გაუფორმდა
მასალის შესახებპირველწყარო: ნეტგაზეთი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

საზოგადოება ·
საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა ნოდარ ჩაჩუას ცოლს, რომელიც ნარკოდანაშაულის ბრალდებით ქმართან ერთად დააკავესწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები