რა გახდა ბაღებში გავრცელებული გასტროენტერიტის მიზეზი? - NCDC-ის განცხადება
17 სექტემბერს საბავშვო ბაღების აღსაზრდელთა შორის გასტროენტერიტით მიმდინარე შემთხვევების გამოვლენისთანავე, პროცესში დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოე...

17 სექტემბერს საბავშვო ბაღების აღსაზრდელთა შორის გასტროენტერიტით მიმდინარე შემთხვევების გამოვლენისთანავე, პროცესში დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი (NCDC) ჩაერთო.
უწყების ცნობით, ამ დროისთვის პაციენტების კლინიკური მიმდინარეობა კეთილსაიმედოა, არცერთ შემთხვევას არ მოჰყოლია საშიში გართულება, ბავშვების უმრავლესობა გამოჯანსაღების ფაზაშია და მალე ჩვეულ რიტმს დაუბრუნდება.
18 სექტემბერს, დილიდან გავრცელდა ინფორმაცია, რომ ათეულობით ბავშვი, რომელიც თბილისის საჯარო ბაგა-ბაღში დადის, კლინიკაში მოხვდა ინტოქსიკაციის ნიშნებით.
ბავშვები პირღებინებას და მუცლის ტკივილს უჩიოდნენ. მოგვიანებით 19 სექტემბერს ჯანდაცვის მინისტრმა თქვა, რომ "100-ს გადააჭარბა ბაღის ბავშვების რაოდენობამ, რომელთაც მოწამვლის სიმპტომების გამო ჰოსპიტალიზება დასჭირდათ".
ლაბორატორიული კვლევის წინასწარი შედეგები მიუთითებს, რომ შემთხვევათა უმრავლესობის გამომწვევი მიზეზი, მაღალი ალბათობით, ნოროვირუსი იყო. კვლევები კვლავ გრძელდება და საბოლოო პასუხები საზოგადოებას მიღებისთანავე ეცნობება.
NCDC-ის განმარტებით, აღნიშნული პათოგენი ვირუსული გასტროენტერიტების ძირითადი გამომწვევია მსოფლიოში. საქართველოში ვირუსული გასტროენტერიტების 40-45%-ის მიზეზი სწორედ ნოროვირუსია.
რა უნდა ვიცოდეთ ნოროვირუსზე?
ნოროვირუსი არის ინფექცია, რომელსაც ახასიათებს:
ღებინება და მუცლის ტკივილი;
დიარეა;
ზოგჯერ ტემპერატურის მატება.
იგი სიცოცხლისთვის საშიში არ არის და ორგანიზმი ინფექციას, როგორც წესი, 1-3 დღეში თავად უმკლავდება. დაავადების მართვა წყალ-ელექტროლიტური ბალანსის შენარჩუნებით მიმდინარეობს.
მკურნალობისა და მართვისას მნიშვნელოვანია:
სწორი ჰიდრატაცია - ორგანიზმში სითხის ინტენსიური აღდგენა;
კვების რეჟიმის დაცვა - მინიმუმ 3-4 დღის განმავლობაში რაციონიდან რძის პროდუქტების, ცხიმიანი, შემწვარი და ცხარე საკვების ამოღება;
მედიკამენტები - დიარეისა და ღებინების საწინააღმდეგო საშუალებების მიღება მხოლოდ ექიმის დანიშნულებით.
ვირუსის გავრცელების პრევენციისთვის მთავარი ჰიგიენური წესების დაცვაა: ხელების საპნით დაბანა მინიმუმ 20 წამის განმავლობაში და დაბინძურებული ზედაპირების სადეზინფექციო დამუშავება.
დაავადებათა კონტროლის ცენტრის ცნობით, საბავშვო-სააღმზრდელო დაწესებულებებში კვების უსაფრთხოების შესწავლის მიზნით პირველივე ეტაპზე ჩაერთო გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შესაბამისი სამსახურები.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
- პირველი არხიდაავადებათა კონტროლის ცენტრი – საბავშვო ბაღების აღსაზრდელთა მოწამვლის შემთხვევების კლინიკური მიმდინარეობა კეთილსაიმედოა, კვლევის შედეგები მიუთითებს, რომ შემთხვევათა უმრავლესობის გამომწვევი მიზეზი ნოროვირუსი იყო
- რუსთავი 2NCDC ბაღებში ინტოქსიკაციაზე: შემთხვევათა ძირითადი უმრავლესობის გამომწვევი მიზეზი, მაღალი ალბათობით, ნოროვირუსი იყო - კვლევები გრძელდება
- იმედინიუსიდაავადებათა კონტროლის ცენტრი საბავშვო ბაღებში დაფიქსირებულ შემთხვევებზე: დაავადებასთან დაკავშირებული ლაბორატორიული კვლევის შედეგები მიუთითებს, რომ შემთხვევათა ძირითადი უმრავლესობის გამომწვევი მიზეზი მაღალი ალბათობით ნოროვირუსი იყო. კვლევები გრძელდება და საზოგადოებას ინფორმაცია საბოლოო შედეგების მიღებისთანავე მიეწოდება
- რადიო თავისუფლება„დიდი ალბათობით, ნოროვირუსი იყო“ - NCDC ბავშვების მოწამვლის შემთხვევებზე
- TV პირველისაკვებით ინტოქსიკაცია ბაღებში - დაავადებათა კონტროლის ცენტრი განცხადებას ავრცელებს
- ალიასაკვებით ინტოქსიკაცია ბაღებში – დაავადებათა კონტროლის ცენტრი განცხადებას ავრცელებს
- POSTVდაავადებათა კონტროლის ცენტრი საბავშვო ბაღებში დაფიქსირებულ შემთხვევებზე: „საბავშვო ბაღებში გამოვლენილი
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.