პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ფინანსთა მინისტრი - საქართველოს ეკონომიკა, გლობალური და რეგიონალური გამოწვევების მიუხედავად, ზრდის პოზიტიურ დინამიკას ინარჩუნებს - ბოლო ხუთი წლის საშუალო ეკონომიკური ზრდა 9.3%-ია

საქართველოს პარლამენტი

ფინანსთა მინისტრ ლაშა ხუციშვილის განცხადებით, გამოწვევების მიუხედავად, საქართველოს ბოლო ხუთი წლის საშუალო ეკონომიკური ზრდა 9.3%-ია. მან პარლამენტში ეკონომიკური მდგრადობისა და ბიუჯეტის შესახებ ისაუბრა.

ფინანსთა მინისტრი - საქართველოს ეკონომიკა, გლობალური და რეგიონალური გამოწვევების მიუხედავად, ზრდის პოზიტიურ დინამიკას ინარჩუნებს - ბოლო ხუთი წლის საშუალო ეკონომიკური ზრდა 9.3%-ია
ინტერპრესნიუსი

საქართველოს ეკონომიკა, გლობალური და რეგიონალური გამოწვევების მიუხედავად, ზრდის პოზიტიურ დინამიკას ინარჩუნებს - ბოლო ხუთი წლის საშუალო ეკონომიკური ზრდა 9.3%-ია, - ამის შესახებ საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც 2027 წლის ბიუჯეტის გადამუშავებულ ვარიანტს წარადგენს.

მისივე თქმით, დადებითი ეკონომიკური ტენდენციები ქვეყნის სუვერენული რეიტინგების მიმოხილვებშიც აისახა.

„მიუხედავად მსოფლიოში არსებული ეკონომიკური და პოლიტიკური დაძაბულობისა, საქართველოში ბოლო წლებში შენარჩუნებულია მაღალი ეკონომიკური ზრდის ტემპი, რაც მიუთითებს ქვეყნის ეკონომიკურ მდგრადობაზე გარე შოკების მიმართ. 2021-2022 წლებში დაფიქსირებული ორნიშნა ეკონომიკური ზრდის შემდეგ, დადებით დინამიკა გაგრძელდა მომდევნო პერიოდში. ბოლო ხუთი წლის საშუალო ეკონომიკური ზრდა 9.3%-ია. საერთო ჯამში, საქართველოს ეკონომიკა, გლობალური და რეგიონალური გამოწვევების მიუხედავად, ინარჩუნებს ზრდის პოზიტიურ დინამიკას.

ამასთან, საშუალოვადიან პერიოდში ხორციელდება ეკონომიკური ზრდის დივერსიფიკაცია, პროდუქტიულობის ამაღლება, კერძო ინვესტიციების წახალისება და ექსპორტის კონკურენტუნარიანობის გაძლიერება. აღნიშნული მიმართულებები ხელს უწყობს ეკონომიკური ზრდის უფრო მდგრადი საფუძვლის ჩამოყალიბებას და გარე შოკების მიმართ ქვეყნის ეკონომიკური მდგრადობის გაუმჯობესებას,“ - განაცხადა ხუციშვილმა.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

1 სტატია
  1. BM.GEოპოზიციურისაშუალოვადიან პერიოდში, ხორციელდება ეკონომიკური ზრდის დივერსიფიკაცია, კერძო ინვესტიციების წახალისება | ფინანსთა მინისტრი
მასალის შესახებპირველწყარო: ინტერპრესნიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა 2027 წლის ბიუჯეტის ძირითად პარამეტრებზე ისაუბრაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები