პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა?NEWSTV მთავარზე დაბრუნება

ლაშა დარსალია – მაკა ბოჭორიშვილისა და ილჰამ ალიევის შეხვედრისას მიმოხილული იყო საქართველო-აზერბაიჯანის თანამშრომლობის საკითხები როგორც ეკონომიკურ სფეროში, ისე რეგიონში არსებული უსაფრთხოების კუთხით

საგარეო საქმეთა სამინისტრო

მაკა ბოჭორიშვილისა და ილჰამ ალიევის შეხვედრაზე ეკონომიკური თანამშრომლობა, რეგიონის უსაფრთხოება და ვიზიტების გაცვლა განიხილეს, განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ლაშა დარსალიამ.

ლაშა დარსალია – მაკა ბოჭორიშვილისა და ილჰამ ალიევის შეხვედრისას მიმოხილული იყო საქართველო-აზერბაიჯანის თანამშრომლობის საკითხები როგორც ეკონომიკურ სფეროში, ისე რეგიონში არსებული უსაფრთხოების კუთხით
პირველი არხი

გაიმართა შეხვედრა პრეზიდენტ ილჰამ ალიევთან, სადაც ორმხრივი დღის წესრიგის მნიშვნელოვანი საკითხები გაჟღერდა, უპირველესად, ხაზი გაესვა საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის არსებულ მტკიცე ურთიერთობებს, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ლაშა დარსალიამ განაცხადა.

მისივე თქმით, მაკა ბოჭორიშვილისა და ილჰამ ალიევის შეხვედრისას დაიგეგმა სამომავლო ვიზიტები ორ ქვეყანას შორის.

„გაიმართა შეხვედრა პრეზიდენტ ილჰამ ალიევთან, სადაც ორმხრივი დღის წესრიგის მნიშვნელოვანი საკითხები გაჟღერდა. უპირველესად, ხაზი გაესვა საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის არსებულ მტკიცე ურთიერთობებს. ასევე დაისახა მომავლის გეგმები ვიზიტების გაცვლის კუთხით. მიმოხილული იყო საქართველო-აზერბაიჯანის თანამშრომლობის საკითხები დაწყებული ეკონომიკური სფეროთი, დამთავრებული რეგიონში არსებული უსაფრთხოების გარემოთი. დაკავშირებადობა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხია, რომელიც ორ ქვეყანას აკავშირებს. ჩვენი დამოუკიდებლობიდან, 1990-იანი წლებიდან მოყოლებული ეს იყო ის მთავარი საკითხი, რომლითაც აზერბაიჯანი და საქართველო ერთად პოზიციონირებენ საერთაშორისო არენაზე“, – განაცხადა დარსალიამ.

მასალის შესახებპირველწყარო: პირველი არხი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
მაკა ბოჭორიშვილი აზერბაიჯანში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, ილჰამ ალიევს შეხვდაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები