მაკა ბოჭორიშვილი აზერბაიჯანში ჩადის
მაკა ბოჭორიშვილი ოფიციალური ვიზიტით აზერბაიჯანს ეწვევა და ქვეყნის პირველ პირებთან გამართავს შეხვედრებს, რასაც წინ უძღოდა ქურმუხის ტაძარში მლოცველთა არშეშვების ფაქტი.

მაკა ბოჭორიშვილი ოფიციალური ვიზიტით აზერბაიჯანის რესპუბლიკას ეწვევა - ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ცნობით, ვიზიტის ფარგლებში, დაგეგმილია მაკა ბოჭორიშვილის ორმხრივი შეხვედრები აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტთან, ილჰამ ალიევთან, პრემიერ-მინისტრთან, ალი ასადოვთან, მილი მეჯლისის თავმჯდომარესთან, საჰიბა გაფაროვასთან და საგარეო საქმეთა მინისტრთან, ჯეიჰუნ ბაირამოვთან.
ცნობისთვის, ვიზიტის წინა დღეს, 23 ნოემბერს, გიორგობის დღესასწაულზე, აზერბაიჯანში, კახის რაიონში, ქურმუხის წმინდა გიორგის ტაძარში მლოცველები არ მიუშვეს.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
1 სტატიამასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…