"ოცნება" "ნაციონალურ მოძრაობას" ომის დაწყებას აღარ ედავება
„ქართული ოცნების“ წარმომადგენელმა არჩილ გორდულაძემ საკონსტიტუციო სასამართლოში განაცხადა, რომ აბსოლუტური ტყუილია, თითქოს სარჩელით საქართველოს ომის დაწყებას აბრალებენ.

"ქართული ოცნება" "ნაციონალურ მოძრაობას" ომის დაწყებას აღარ ედავება - ამის შესახებ დღეს საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე სხდომაზე გახდა ცნობილი.
"აბსოლუტური ტყუილია, თითქოს ჩვენ [საკონსტიტუციო] სარჩელით საქართველოს ვაბრალებთ ომის დაწყებას"- ასე უპასუხა „ქართული ოცნების“ წარმომადგენელმა, არჩილ გორდულაძემ, „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლის ანა წითლიძის შეკითხვას, რომელიც ომის დაწყებაში მაშინდელი ხელისუფლების ბრალეულობას შეეხებოდა.
„ერთხელ და სამუდამოდ, ამ საკითხზე უნდა დამთავრდეს სპეკულირება, რომ თითქოს ჩვენ სარჩელით საქართველოს ვაბრალებთ ომის დაწყებას, ეს არის აბსოლუტური ტყუილი, ამას ვამბობთ ხაზგასმით. რაც შეეხება რეზოლუციის მხარდაჭერას თუ არაერთ იმ საკანონმდებლო ცვლილებას, რომელსაც შემდეგ ოკუპანტი ქვეყანა იყენებდა და იყენებს ჩვენი ქვეყნის საწინააღმდეგოდ, ესენი არის ფაქტები, რომელიც შექმნეს ამ ძალის წარმომადგენლებმა“, - განაცხადა გორდულაძემ.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
1 სტატიამასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…