მაკა ბოჭორიშვილი ოფიციალური ვიზიტით აზერბაიჯანის რესპუბლიკას ეწვევა
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი ოფიციალური ვიზიტით აზერბაიჯანს ეწვევა, სადაც შეხვედრებს გამართავს ქვეყნის პრეზიდენტთან, პრემიერ-მინისტრთან, მილი მეჯლისის თავმჯდომარესთან და საგარეო უწყების ხელმძღვანელთან.

საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი ოფიციალური ვიზიტით აზერბაიჯანის რესპუბლიკას ეწვევა.
ვიზიტის ფარგლებში, დაგეგმილია მაკა ბოჭორიშვილის ორმხრივი შეხვედრები აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტთან, ილჰამ ალიევთან, პრემიერ-მინისტრთან, ალი ასადოვთან, მილი მეჯლისის თავმჯდომარესთან, საჰიბა გაფაროვასთან და საგარეო საქმეთა მინისტრთან, ჯეიჰუნ ბაირამოვთან.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…