პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა?NEWSTV მთავარზე დაბრუნება

გია ვოლსკი - სანქციების საკითხი მნიშვნელოვანწილად ინაცვლებს განუხილველი საკითხების სიაში - არც თავიდან და არც ახლა, არც ყულევი, არც ხელისუფლება, არ იმსახურებს არანაირ სანქციას იმ მოტივით, თითქოსდა, ხელს უწყობს სანქციების საწინააღმდეგო მოქმედებას

საქართველოს პარლამენტი

გია ვოლსკის განცხადებით, არც ყულევი და არც ხელისუფლება არ იმსახურებს სანქციას სანქციების გვერდის ავლის მოტივით. მისი თქმით, ვითარების საექსპერტო შეფასება განსხვავდება კაია კალასისა და მარტა კოსის ნათქვამისგან.

გია ვოლსკი - სანქციების საკითხი მნიშვნელოვანწილად ინაცვლებს განუხილველი საკითხების სიაში - არც თავიდან და არც ახლა, არც ყულევი, არც ხელისუფლება, არ იმსახურებს არანაირ სანქციას იმ მოტივით, თითქოსდა, ხელს უწყობს სანქციების საწინააღმდეგო მოქმედებას
ინტერპრესნიუსი

სანქციების საკითხი მნიშვნელოვანწილად ინაცვლებს განუხილველი საკითხების სიაში - არც თავიდან და არც ახლა, არც ყულევი, არც ერთი ქართული სტრუქტურა, მით უმეტეს, ხელისუფლება, არ იმსახურებს არანაირ სანქციას იმ მოტივით, რომ თითქოსდა, ხელს უწყობს სანქციების საწინააღმდეგო მოქმედებას, - ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისივე თქმით, საქართველოში არსებული მდგომარეობის და ასევე, ყულევის მდგომარეობის საექსპერტო შეფასება აბსოლუტურად განსხვავდება იმისაგან, რასაც კაია კალასი და მარტა კოსი ამბობენ.

„სანქციების საკითხი, რასაკვირველია, მნიშვნელოვანწილად ინაცვლებს განუხილველი საკითხების სიაში, იმიტომ რომ, როგორც ჩვენ ვამტკიცებდით, არც თავიდან და არც ახლა, არც ყულევი, არც ერთი ქართული სტრუქტურა, მითუმეტეს ხელისუფლება, არ იმსახურებს არანაირ სანქციას იმ მოტივით, რომ თითქოსდა, ხელს უწყობს სანქციების საწინააღმდეგო მოქმედებას. ეს არაერთხელ დადასტურდა. არსებობს პროფესიონალთა ჯგუფები, რომლებიც ევროკომისიისთვის მუშაობენ, არსებობს ინსტიტუტები, რომლებიც ანალიზს აკეთებენ ყველა მიმართულებით, მათ შორის სანქციების გათვალისწინების საკითხებზე, რომელიც პრინციპულად განსხვავდება იმ რეზოლუციებისა თუ განცხადებებისაგან, რომელსაც ჩვენ გარკვეული პოლიტიკური პლატფორმებიდან ვისმენთ. რეალობა განსხვავებულია იმისაგან, რასაც გვთავაზობს თუნდაც ევროპარლამენტი ან ნებისმიერი სხვა ფორმატი, სადაც პოლიტიკოსებს აქვთ ტრიბუნა ხელში ჩაგდებული. საქართველოში არსებული მდგომარეობის, ყულევის მდგომარეობის საექსპერტო შეფასება აბსოლუტურად განსხვავდება იმისაგან, რასაც, მაგალითად, კაია კალასი და მარტა კოსი ამბობენ. ეს არის ამ თემის საგანგებოდ მნიშვნელოვანი ასპექტი," - განაცხადა ვოლსკიმ.

შეგახსენებთ, ევროკომისიამ ევროკავშირის წევრ ქვეყნებს ყულევის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის სანქციების სიიდან ამოღების წინადადებით მიმართა. ინფორმაციას გამოცემა The Kyiv Independent-ი ავრცელებს. გამოცემა წერს, რომ ყულევის ნავთობგადამამუშავებელმა ქარხანამ ევროკავშირის მხრიდან სანქციების საფრთხის ფონზე ნავთობის მიწოდების წყაროების დივერსიფიკაცია რუსეთის ჩანაცვლებით გადაწყვიტა. შეგახსენებთ იმასაც, რომ ევროკავშირის საბჭომ 23 ივლისს რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციების 21 პაკეტი მიიღო, რომელშიც ყულევის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანაც მოხვდა. სანქციების ფარგლებში ევროკავშირმა ქარხნის წინააღმდეგ სატრანზაქციო აკრძალვა მიიღო და მისი ამოქმედების ვადა 6 თვით განსაზღვრა.

მასალის შესახებპირველწყარო: ინტერპრესნიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
ევროკომისია წევრ ქვეყნებს ყულევის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის სანქციების სიიდან ამოღებას სთავაზობსწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები