ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

30 000 ლარზე მეტი ნაძარცვი, გატაცებული მოტოციკლი და მიკროავტობუსი - დაკავებულია 6 არასრულწლოვანი

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა თბილისში ჯგუფურად ჩადენილი ქურდობის, ძარცვისა და ძარცვის მცდელობის ბრალდებით 6 არასრულწლოვანი დააკავეს. გამოძიებით დადგენდა, რომ მათ მაღაზიებიდან, ასევე მოქალაქეთა კუთვნილი მოტოციკლი და მიკროავტობუსი გაიტაცეს, ხოლო ერთ-ერთმა უცხო ქვეყნის მოქალაქეს მობილური ტელეფონი დასტაცა. ჯამურმა ზარალმა 30 000 ლარს გადააჭარბა.

30 000 ლარზე მეტი ნაძარცვი, გატაცებული მოტოციკლი და მიკროავტობუსი - დაკავებულია 6 არასრულწლოვანი
30 000 ლარზე მეტი ნაძარცვი, გატაცებული მოტოციკლი და მიკროავტობუსი - დაკავებულია 6 არასრულწლოვანიTV პირველი

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის არასრულწლოვნების საქმეთა მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ჩადენილი ქურდობის, ძარცვისა და ძარცვის მცდელობის ბრალდებით, 6 არასრულწლოვანი დააკავეს, მათ შორის 3 წარსულში ნასამართლევია. ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს.

უწყების ცნობით, სამართალდამცველების მიერ, სისხლის სამართლის საქმეზე კომპლექსურად ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დადგინდა, რომ არასრულწლოვნებმა სხვადასხვა დროს, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, თბილისში მდებარე სააფთიაქო და სასურსათო მაღაზიათა ქსელებიდან სხვადასხვა ღირებულების პროდუქცია და თანხა გაიტაცეს, რის შემდეგაც შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ.

მიმდინარე გამოძიების ფარგლებში ამოღებულია სავაჭრო ობიექტებში განთავსებული სათვალთვალო კამერების ჩანაწერები, რითაც ბრალდებულების დანაშაულებრივი ქმედებები დასტურდება.

დადგენილია, რომ ერთ-ერთმა არასრულწლოვანმა, მოქალაქის კუთვნილი მოტოციკლი, ხოლო მეორემ მიკროავტობუსი გაიტაცა. დაკავებულთაგან ერთი მოზარდი კი უცხო ქვეყნის მოქალაქეზე თავდასხმის შედეგად, მის კუთვნილ მობილურ ტელეფონს მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლა.

არასრულწლოვნების მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედებების შედეგად, სხვადასხვა დანიშნულების სავაჭრო ობიექტს და ფიზიკურ პირებს ჯამში 30 000 ლარზე მეტი ფინანსური ზარალი მიადგათ.

პოლიციამ ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ექვსივე არასრულწლოვანი მოსამართლის განჩინების საფუძველზე, ბრალდებულის სახით დააკავა.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე, 178-ე და 19-178-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც 8 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

მასალის შესახებპირველწყარო: TV პირველი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

შემდეგი ამბავი

საზოგადოება ·
ძარცვა თბილისში – ბინიდან 33 400 ლარის ძვირფასეულობა მოიპარესწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები