ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარისაზოგადოებასტატია

ძარცვა თბილისში – ბინიდან 33 400 ლარის ძვირფასეულობა მოიპარეს

შინაგან საქმეთა სამინისტრო

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა თბილისში ბინაში უკანონო შეღწევით ჩადენილი ქურდობისა და ძარცვის ბრალდებით ორი პირი დააკავეს. გამოძიებით დადგინდა, რომ ერთ-ერთმა ბრალდებულმა ბინიდან 33 400 ლარის ღირებულების ძვირფასეულობა მოიპარა, ხოლო მეორემ საყოფაცხოვრებო ნივთები.

ძარცვა თბილისში – ბინიდან 33 400 ლარის ძვირფასეულობა მოიპარეს
ძარცვა თბილისში – ბინიდან 33 400 ლარის ძვირფასეულობა მოიპარესალია

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული საპოლიციო ღონისძიებების შედეგად, ბინაში უკანონო შეღწევით ჩადენილი ქურდობისა და ძარცვის ბრალდებით ორი პირი დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს.

უწყების ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ერთ-ერთმა ბრალდებულმა ღამით უკანონოდ შეაღწია თბილისში მდებარე ბინაში, სადაც მეპატრონეები იმყოფებოდნენ და 33 400 ლარის ღირებულების ძვირფასეულობას დაეუფლა. მას შემდეგ, რაც ბრალდებული ბინაში მყოფმა პირებმა შენიშნეს, იგი შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

რაც შეეხება მეორე დაკავებულს, მან დედაქალაქში მდებარე ერთ-ერთი საცხოვრებელი ბინიდან საყოფაცხოვრებო ნივთები მოიპარა.

სამართალდამცველებმა ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ნაქურდალი ნივთების ნაწილი ნივთმტკიცების სახით ამოიღეს.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე და 178-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც 11 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მასალის შესახებპირველწყარო: ალია ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.