თბილისში ჯგუფური ქურდობისა და ძარცვის ბრალდებით 6 არასრულწლოვანი დააკავეს [VIDEO]
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, თბილისში წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ჩადენილი ქურდობის, ძარცვისა და ძარცვის მცდელობის ბრალდებით 6 არასრულწლოვანი დააკავეს, მათ შორის 3 წარსულში ნასამართლევია. გამოძიებით დადგენილია, რომ მათ მაღაზიებიდან, აგრეთვე მოქალაქეთა კუთვნილი მოტოციკლი და მიკროავტობუსი გაიტაცეს, ხოლო ერთ-ერთმა უცხო ქვეყნის მოქალაქეს მობილური ტელეფონი დასტაცა. ზარალმა 30 000 ლარს გადააჭარბა.
![თბილისში ჯგუფური ქურდობისა და ძარცვის ბრალდებით 6 არასრულწლოვანი დააკავეს [VIDEO]](/thumb/26283-960-ced04e16.webp)
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, თბილისში წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ჩადენილი ქურდობის, ძარცვისა და ძარცვის მცდელობის ბრალდებით, 6 არასრულწლოვანი დააკავეს, მათ შორის 3 წარსულში ნასამართლევია.
"სამართალდამცველების მიერ, სისხლის სამართლის საქმეზე კომპლექსურად ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დადგინდა, რომ არასრულწლოვნებმა სხვადასხვა დროს, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, თბილისში მდებარე სააფთიაქო და სასურსათო მაღაზიათა ქსელებიდან სხვადასხვა ღირებულების პროდუქცია და თანხა გაიტაცეს, რის შემდეგაც შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ.
მიმდინარე გამოძიების ფარგლებში ამოღებულია სავაჭრო ობიექტებში განთავსებული სათვალთვალო კამერების ჩანაწერები, რითაც ბრალდებულების დანაშაულებრივი ქმედებები დასტურდება.
დადგენილია, რომ ერთ-ერთმა არასრულწლოვანმა, მოქალაქის კუთვნილი მოტოციკლი, ხოლო მეორემ მიკროავტობუსი გაიტაცა. დაკავებულთაგან ერთი მოზარდი კი უცხო ქვეყნის მოქალაქეზე თავდასხმის შედეგად, მის კუთვნილ მობილურ ტელეფონს მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლა.
არასრულწლოვნების მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედებების შედეგად, სხვადასხვა დანიშნულების სავაჭრო ობიექტს და ფიზიკურ პირებს ჯამში 30 000 ლარზე მეტი ფინანსური ზარალი მიადგათ.
პოლიციამ ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ექვსივე არასრულწლოვანი მოსამართლის განჩინების საფუძველზე, ბრალდებულის სახით დააკავა". - ნათქვამია უწყების განცხადებაში.
მათივე ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე, 178-ე და 19-178-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც 8 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
- რუსთავი 2ჯგუფურად ჩადენილი ქურდობის, ძარცვისა და ძარცვის მცდელობის ბრალდებით, 6 არასრულწლოვანი დააკავეს
- TV პირველი30 000 ლარზე მეტი ნაძარცვი, გატაცებული მოტოციკლი და მიკროავტობუსი - დაკავებულია 6 არასრულწლოვანი
- ინტერპრესნიუსისამართალდამცველებმა ჯგუფურად ჩადენილი ქურდობის, ძარცვისა და ძარცვის მცდელობის ბრალდებით 6 არასრულწლოვანი დააკავეს
- ფორმულასააფთიაქო და სასურსათო მაღაზიათა ქსელებიდან თანხა გაიტაცეს - დაკავებულია 6 არასრულწლოვანი
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…