ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ჯგუფურად ჩადენილი ქურდობის, ძარცვისა და ძარცვის მცდელობის ბრალდებით, 6 არასრულწლოვანი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა თბილისში ჯგუფურად ჩადენილი ქურდობის, ძარცვისა და ძარცვის მცდელობის ბრალდებით 6 არასრულწლოვანი დააკავეს. გამოძიების თანახმად, მათ მაღაზიებიდან პროდუქცია და თანხა გაიტაცეს, ასევე დაუფლნენ მოტოციკლს, მიკროავტობუსსა და მოქალაქის მობილურ ტელეფონს. მიყენებულმა ზარალმა 30 000 ლარს გადააჭარბა.

ჯგუფურად ჩადენილი ქურდობის, ძარცვისა და ძარცვის მცდელობის ბრალდებით, 6 არასრულწლოვანი დააკავეს
ჯგუფურად ჩადენილი ქურდობის, ძარცვისა და ძარცვის მცდელობის ბრალდებით, 6 არასრულწლოვანი დააკავესრუსთავი 2

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის არასრულწლოვნების საქმეთა მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ჩადენილი ქურდობის, ძარცვისა და ძარცვის მცდელობის ბრალდებით, 6 არასრულწლოვანი დააკავეს, მათ შორის 3 წარსულში ნასამართლევია.

უწყების ცნობით, სამართალდამცველების მიერ, სისხლის სამართლის საქმეზე კომპლექსურად ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დადგინდა, რომ არასრულწლოვნებმა სხვადასხვა დროს, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, თბილისში მდებარე სააფთიაქო და სასურსათო მაღაზიათა ქსელებიდან სხვადასხვა ღირებულების პროდუქცია და თანხა გაიტაცეს, რის შემდეგაც შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ.

"მიმდინარე გამოძიების ფარგლებში ამოღებულია სავაჭრო ობიექტებში განთავსებული სათვალთვალო კამერების ჩანაწერები, რითაც ბრალდებულების დანაშაულებრივი ქმედებები დასტურდება.

დადგენილია რომ ერთ-ერთმა არასრულწლოვანმა, მოქალაქის კუთვნილი მოტოციკლი, ხოლო მეორემ მიკროავტობუსი გაიტაცა. დაკავებულთაგან ერთი მოზარდი კი უცხო ქვეყნის მოქალაქეზე თავდასხმის შედეგად, მის კუთვნილ მობილურ ტელეფონს მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლა.

არასრულწლოვნების მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედებების შედეგად, სხვადასხვა დანიშნულების სავაჭრო ობიექტს და ფიზიკურ პირებს ჯამში 30 000 ლარზე მეტი ფინანსური ზარალი მიადგათ.

პოლიციამ ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ექვსივე არასრულწლოვანი მოსამართლის განჩინების საფუძველზე, ბრალდებულის სახით დააკავა", - აღნიშნულია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

შემდეგი ამბავი

საზოგადოება ·
თბილისში, ბინაში უკანონო შეღწევით ჩადენილი ქურდობისა და ძარცვის ბრალდებით ორი პირი დააკავესწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები