ჩხუბი თბილისში - გარდაცვლილია კაცი
თბილისში, გოგებაშვილის ქუჩაზე მომხდარი ხელჩართული ჩხუბის შედეგად კაცი გარდაიცვალა. წინასწარი ვერსიით, დაპირისპირება პარკინგის გამო დაიწყო.

თბილისის ცენტრში, გოგებაშვილის ქუჩაზე კაცი გარდაიცვალა - როგორც "პირველებს" ადგილობრივები უყვებიან, მომხდარს წინ ხელჩართული ჩხუბი უძროდა.
ახალგაზრდა კაცი სავარაუდოდ დარტყმის შედეგად წაიქცა და სიცოცხლისთვის შეუთავსებელი დაზიანება მიღო.
კადრებში, რომელსაც "პირველებს" აწვდიან, ჩანს, რომ ადგილზე გამოძახებული იყო სასწრაფო დახმარების ბრიგადა, თუმცა ჩატარებული პირველადი დახმარების მიუხედავად, დაშავებულის გადარჩენა ვერ მოხერხდა.
ტერიტორია ყვითელი ლენტითაა შემოსაზღვრული - წინასწარი ინფორმაციით, ჩხუბში მონაწილე და თვითმხილველი პირები პოლიციამ განყოფილებაში გადაიყვანა.
ერთ-ერი ვერსიით, დაპირისპირება პარკინგის გამო მოხდა.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…