დიდი როლი დემბელეს და ახალი ტაქტიკა? - "ხეტაფე" თბილისში
უეფას კონფერენს ლიგის ფარგლებში, ხუთშაბათს თბილისში „იბერია 1999“ საბა საზონოვის „ხეტაფეს“ დაუპირისპირდება. პარიზის „სენ-ჟერმენის“ მთავარი მწვრთნელი ლუის ენრიკე კი „რომასთან“ მატჩისთვის ტაქტიკურ ცვლილებებს და უსმან დემბელეს დაბრუნებას განიხილავს.

ჩემპიონთა ლიგის მე-5 ტურში ქართველი ფეხბურთელები ოთხშაბათს ითამაშებენ.
სამშაბათი
21:45 სთ
გალათასარაი - ასტონ ვილა;ბოდო გლიმტი - ლასკი;
ცენტრალური მატჩები, 23:59 სთ
რეალი - პსვ; სიტი - ნაპოლი; არსენალი - დორტმუნდი.
პსჟ-მა ლიგის ფაზა წელს ზედმეტად კარგად დაიწყო, უდანაკარგო ლიდერია. მთავარი პრობლემა ხვიჩა კვარაცხელიასა და დეზირე დუეს მძიმე ტრავმებია. მორიგი მეტოქე სოლიდურია, იტალიაში კარგ ფორმაში მყოფი "რომა" "პარკ დე პრენსზე" - ოთხშაბათს, 23:59 საათზე.
ერთ-ერთი ვარაუდით, ლუის ენრიკე სამმცველიან ტაქტიკაზე გადასვლასაც განიხილავს, სადაც გარემარბების გარეშე ითამაშებს, წინ კი დემბელესა და ტორესის დუეტი იქნება. უსმანი 5 მატჩის გამოტოვების შემდეგ ბრუნდება და ამ მოცემულობაში მასზე ბევრი იქნება დამოკიდებული. რაც შეეხებ ფერანს, მან მონატრებული გოლი გაიტანა.
აღსანიშნავია, რომ ამ გუნდებს ოფიციალური მატჩი აქამდე არ ჩაუტარებიათ.
პარიზელებს ნუნუ მენდეშიც დაუბრუნდათ. რაც შეეხება "რომას", მთავარი მეკარე სვილარი მომჯობინდა.
მთავარი მსაჯი შვედი ნიბერგია.
სავარაუდო შემადგენლობები
პსჟ: საფონოვი - ზაბარნი, მარკინიოსი, პაჩო - ჰაკიმი, ნევეში, ვიტინია, რუისი, მენდეში - დემბელე, ტორესი;
რომა: სვილარი - მანჩინი, ნ'დიკა, ჰერმოსო - მოლინა, კრიშტანტე, კონე, ვესლი - სოულე, მორა - მალენი.
უფრო ადრე, 21:45 საათზე, გიორგი მოქაუტაძის "ვილიარეალი" ჩეხეთში "სლავიას" ესტუმრება. ქართველი ფორვარდი სასტარტოში არ მოიაზრება და წინა ხაზზე პეპე, მოლეირო, ბუშანანი და ოლივასეი უნდა ვიხილოთ. დაველოდოთ.
მასპინძლებს 1 ქულა აქვთ, სტუმრებს - 3 და უშეღავათო ბრძოლას ველით.
პარალელურად, ბაქოში "ბარსელონა" ჩადის და "საბაჰს" იამალის გარეშე დაუპირისპირდება. მას ადეიემი შეცვლის.
ოთხშაბათი, 23:59 სთ
ბრიუგე - ლივერპული(გიორგი მამარდაშვილი);
შახტარი (ირაკლი აზაროვი) - ფენერბახჩე.
კონფერენს ლიგა. ხუთშაბათი, 21:45 სთ, თბილისი
იბერია 1999 - ხეტაფე(საბა საზონოვი).
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…