პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა?NEWSTV მთავარზე დაბრუნება

ახალი კონტრაქტი და გაუმჯობესებული გასამრჯელოც - "რეალი" ბელინგემს კარგ თამაშს დაუფასებს

The Athletic-ის ცნობით, მადრიდის რეალი ჯუდ ბელინგემთან ახალ კონტრაქტს აფორმებს და ფეხბურთელის გასამრჯელოს ზრდის. მხარეებს შორის მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა და შეთანხმების შესახებ ოფიციალურად ახალ წლამდე გახდება ცნობილი.

ახალი კონტრაქტი და გაუმჯობესებული გასამრჯელოც - "რეალი" ბელინგემს კარგ თამაშს დაუფასებს
სპორტალი

The Athletic იუწყება, რომ "რეალი" გუნდის 23 წლის ინგლისელ შემტევ ჯუდ ბელინგემს ახალ კონტრაქტს გაუფორმებს და გასამრჯელოსაც გაუზრდის.

ინგლისელ ფეხბურთელთან ახალ შრომით ხელშეკრულებაზე მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა და "ბლანკოსი" შეთანხმების შესახებ ახალ წლამდე გვაუწყებს.

მოქმედი კონტრაქტი, რომელიც მას 2029 წლამდე აკავშირებს, ჯუდი მადრიდულ გრანდში სეზონში 15 მილიონ ევროს გამოიმუშავებს.

ბელინგემი "რეალს" 2023 წლის ზაფხულში, "დორტმუნდიდან" შეუერთდა. ტრანსფერის ღირებულებამ 100 მილიონ ევროზე მეტი შეადგინა. ამ პერიოდის განმავლობაში ინგლისელმა "სამეფო კლუბის" მაისურით 157 მატჩი ჩაატარა, გაიტანა 52 გოლი და 32 საგოლე გადაცემა შეასრულა.

მასალის შესახებპირველწყარო: სპორტალი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

სხვადასხვა ·
"ასეთი რაღაცების გაკეთება არ შემიძლია" - ბელინგემმა საკუთარ უნარებზე ისაუბრაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები