ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ქებას ნახვა სჯობიაო - კარდინალდემ ზამთარში "მილანის" გაძლიერების პირობა დადო

„მილანის“ პრეზიდენტმა ჯერი კარდინალემ განაცხადა, რომ კლუბი ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დროს შემადგენლობის გაძლიერებას გეგმავს. მისი თქმით, გუნდს სათადარიგო სკამის გაძლიერება და როტაციის გაუმჯობესება სჭირდება.

ქებას ნახვა სჯობიაო - კარდინალდემ ზამთარში "მილანის" გაძლიერების პირობა დადო
ქებას ნახვა სჯობიაო - კარდინალდემ ზამთარში "მილანის" გაძლიერების პირობა დადოსპორტალი

"მილანის" პრეზიდენტმა ჯერი კარდინალემ კლუბის გულშემატკივარს პირობა მისცა, რომ მისი გუნდი ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაზე აუცილებლად გაძლიერდება. როგორც მან აღნიშნა, ზაფხულში ყველაფერი ვერ მოასწრეს და ამას ახლა გეგმავენ.

"იანვარში ახალ შენაძენებს ვგეგმავთ და გვსურს, სატრანსფერო ბაზარზე აქტიურები ვიყოთ. ზაფხულში ყველაფრის განხორციელება ვერ შევძელით, რაც გვსურდა, ამიტომ გუნდის გაძლიერებას გავაგრძელებთ“, - განაცხადა კარდინალემ გამოცემა La Gazzetta dello Sport-თან ინტერვიუში.

მისი თქმით, გუნდის გარდაქმნის პროცესი დასრულებისგან ჯერ კიდევ შორსაა. შესაძლოა, "მილანს" კიდევ რამდენიმე სატრანსფერო ფანჯარა დასჭირდეს, რათა შემადგენლობა კლუბის გეგმების შესაბამისად სრულყოფილად ჩამოაყალიბოს.

კარდინალემ განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა შემადგენლობის სიღრმეზე. დატვირთული კალენდრისა და ტრავმების გამო არსებული საკადრო დანაკლისის გათვალისწინებით, ხელმძღვანელობას სურს, გააძლიეროს სათადარიგო სკამი, რათა გუნდმა ეფექტური როტაცია შეძლოს.

მან ასევე ხაზი გაუსვა, რომ კლუბი თანხების უაზროდ ხარჯვას არ აპირებს, თუმცა მზადაა, გადამწყვეტი ნაბიჯები გადადგას ისეთი ფეხბურთელების შესაძენად, რომლებიც "მილანის" დონეს შეესაბამებიან.

მასალის შესახებპირველწყარო: სპორტალი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

სხვადასხვა ·
ტეილორ სვიფტს ოსკარის მოპოვება და EGOT-ის სტატუსის მიღწევა სურსწაიკითხე

უახლესი ამბები