საია: ევროპულმა სასამართლომ წარმოებაში მიიღო საქმე, რომელიც ინტერნეტსივრცეში გამოხატვის თავისუფლებას შეეხება
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს დიდმა პალატამ საიას მიმართვის საფუძველზე წარმოებაში მიიღო ირაკლი მილაძის საქმე, რომელიც ინტერნეტსივრცეში გამოხატვის თავისუფლებას და სოციალურ ქსელებში გამოთქმული პოზიციების გამო ადმინისტრაციულ დევნას შეეხება.

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს დიდმა პალატამ საიას მიმართვის საფუძველზე განსახილველად მიიღო ირაკლი მილაძის საქმე, რომელიც ინტერნეტსივრცეში გამოხატვის თავისუფლებას შეეხება.
ამის შესახებ ნათქვამია „ახალგაზრდა იურისტთა ასოცაიციის“ განცხადებაში.
როგორც საია განმარტავს, ეს არის რიგით მეორე საქმე საქართველოსთან მიმართებით, რომელიც მომჩივნის მოთხოვნის საფუძველზე გადაეცა დიდ პალატას, ამავე დროს, საია უთითებს, რომ პირველი საქმე შეეხებოდა საიასა და პარტნიორი ორგანიზაციების საჩივარს 20 ივნისის აქციის დაშლის ოპერაციასთან მიმართებით.
„საიამ საქმე დიდ პალატაში 2026 წლის აგვისტოში გაასაჩივრა. საქმე შეეხება სოციალურ ქსელებში (TikTok) გამოხატული პოზიციების გამო პირის (ირაკლი მილაძის) ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის საფუძველზე დევნას.
ცნობისთვის, სასამართლოს მეოთხე სექციის გადაწყვეტილებით (19.05.2026), საქმეში კონვენციის დარღვევა არ დადგინდა. ხოლო, გადაწყვეტილებიდან მალევე, შეიქმნა და ამოქმედდა შსს-ს დაქვემდებარებული ე.წ. „ცენზურის სამმართველო“, რომელიც სოციალურ ქსელებში გამოხატული მოსაზრებების გამო ადამიანების წინააღმდეგ ადმინისტრაციულ საქმეებს აწარმოებს.
საია უახლოეს დღეებში საზოგადოებას საქმის შემდგომი პროცედურების შესახებ დამატებით ინფორმაციას მიაწვდის.
საია განაგრძობს საერთაშორისო სამართლებრივი მექანიზმების გამოყენებას, განსაკუთრებით იმ საქმეებზე, რომლებიც ადამიანის უფლებათა არსებული კრიზისის პირობებში საზოგადოების წინააღმდეგ მიმართული ზეწოლის პრაქტიკებს უკავშირდება”, – წერია საიას მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
- ფორმულასაია: სტრასბურგის სასამართლოს დიდმა პალატამ ინტერნეტში გამოხატვის თავისუფლებაზე საქმე მიიღო
- ბათუმელებიევროპული სასამართლოს დიდმა პალატამ განსახილველად მიიღო ირაკლი მილაძის საქმე – საია
- რადიო თავისუფლებაTikTok-ზე გამოხატვის შეზღუდვის საქმეს სტრასბურგის სასამართლოს დიდი პალატა განიხილავს - საია
- ნეტგაზეთიირაკლი მილაძის საქმე სტრასბურგის დიდმა პალატამ განსახილველად მიიღო – საია
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…