ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

საია ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებების აღსრულების შესახებ ანგარიშს აქვეყნებს

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ (საია) გამოაქვეყნა ანგარიში ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებების აღსრულების სისტემური ანალიზის შესახებ. დოკუმენტში ყურადღება გამახვილებულია 2024 წლიდან ზოგიერთ სფეროში დაფიქსირებულ უკუსვლაზე, სისტემურ გამოწვევებზე და ფორმალურ რეფორმებსა და პრაქტიკას შორის არსებულ სხვაობაზე.

საია ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებების აღსრულების შესახებ ანგარიშს აქვეყნებს
საია ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებების აღსრულების შესახებ ანგარიშს აქვეყნებსფორმულა

საიამ გამოაქვეყნა ანგარიში "საქართველოს მიერ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებების აღსრულების სისტემური ანალიზი ზოგად ღონისძიებებთან მიმართებით". დოკუმენტში განსაკუთრებული ყურადღება გამახვილებულია იმ ღონისძიებებზე, რომლებიც აუცილებელია ევროპული სასამართლოს მიერ დადგენილი დარღვევების გამომწვევი სისტემური, საკანონმდებლო, ინსტიტუციური და პრაქტიკული მიზეზების აღმოსაფხვრელად და მსგავსი დარღვევების განმეორების თავიდან ასაცილებლად.

ანგარიშში ნათქვამია, რომ 2024 წლიდან ზოგიერთ სფეროში იკვეთება არა მხოლოდ აღსრულების პროგრესის შეჩერება, არამედ აშკარა უკუსვლა.

აღნიშნულია, რომ საქართველოში ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებების, განსაკუთრებით კი, ზოგადი ღონისძიებების აღსრულების პროცესი კვლავ მნიშვნელოვანი სისტემური გამოწვევებით ხასიათდება და ეს განსაკუთრებით გამოჩნდა მშვიდობიანი შეკრების მონაწილეების მიმართ ძალის დემონსტრირების, არასათანადო მოპყრობის ფაქტების გამოძიების, ადმინისტრაციული სამართალდარღვევებისა და სისხლის სამართლის მექანიზმების გამოყენების, დისკრიმინაციისა და გენდერული იდენტობის საკითხების, ასევე სასამართლო ხელისუფლების დამოუკიდებლობის მიმართულებით.

"ხშირია აცდენა მინისტრთა კომიტეტის მიერ მითითებულ საჭირო ღონისძიებებსა და სახელმწიფოს რეაგირებას შორის. ზოგ შემთხვევაში სახელმწიფო მინისტრთა კომიტეტს მიუთითებს საკანონმდებლო ჩარჩოზე, გადამზადების პროგრამებზე, სტატისტიკურ მონაცემებსა ან ცალკეულ სასამართლო გადაწყვეტილებებზე, თუმცა წარმოდგენილი ინფორმაცია ვერ ადასტურებს, რომ შესაბამისი ღონისძიებები პრაქტიკაში ეფექტიანად უმკლავდება ევროპული სასამართლოს მიერ დადგენილ სისტემურ ხარვეზებს.

პრობლემად რჩება ფორმალურ რეფორმებსა და პრაქტიკაში მათ ეფექტიან განხორციელებას შორის არსებული მნიშვნელოვანი სხვაობა. კანონმდებლობისა ან ინსტიტუციური მოწყობის ცვლილებები ხშირად ვერ უზრუნველყოფს უფლებების რეალურ დაცვას, ეფექტიან გამოძიებას, სასამართლო კონტროლს, დაზარალებულთა მონაწილეობასა ან სამართალდარღვევებზე პასუხისმგებლობის დაკისრებას.

აღსრულების პროცესში განსაკუთრებით მწვავედ იკვეთება დამოუკიდებელი და ეფექტიანი ინსტიტუციური მექანიზმების არასათანადო ქმედითობა ან შესუსტება.

აღსრულების პროცესისთვის უარყოფითი მდგენელია სამოქალაქო საზოგადოების, მედიის, უფლებადამცველებისა და კრიტიკული აზრის მქონე პირების მიმართ მზარდი შემზღუდველი გარემო. უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონი, უცხოეთის აგენტების რეგისტრაციის შესახებ კანონი, გრანტების შესახებ კანონში შეტანილი ცვლილებები და სხვა შემზღუდველი საკანონმდებლო ინიციატივები ეწინააღმდეგება კონვენციის ღირებულებებს და ასუსტებს იმ აქტორების შესაძლებლობებს, რომლებსაც აღსრულების პროცესში მნიშვნელოვანი ფუნქცია აკისრიათ.

მინისტრთა კომიტეტის გადაწყვეტილებების, სახელმწიფო ორგანოების მიერ წარმოდგენილი სამოქმედო დოკუმენტების, ეროვნული და საერთაშორისო ინსტიტუტების შეფასებებისა და სამოქალაქო საზოგადოების მასალების შეჯერებული ანალიზის საფუძველზე, ანგარიშში იდენტიფიცირებულია ძირითადი მიგნებები და შემუშავებულია რეკომენდაციები თითოეულ უფლებრივ საკითხთან დაკავშირებით, ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებებიდან გამომდინარე ვალდებულებების შესრულების გასაუმჯობესებლად", - ნათქვამია ინფორმაციაში.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„ხშირია აცდენა მინისტრთა კომიტეტის მიერ მითითებულ საჭირო ღონისძიებებსა და სახელმწიფოს რეაგირებას შორის. ზოგ შემთხვევაში სახელმწიფო მინისტრთა კომიტეტს მიუთითებს საკანონმდებლო ჩარჩოზე, გადამზადების პროგრამებზე, სტატისტიკურ მონაცემებსა ან ცალკეულ სასამართლო გადაწყვეტილებებზე, თუმცა წარმოდგენილი ინფორმაცია ვერ ადასტურებს, რომ შესაბამისი ღონისძიებები პრაქტიკაში ეფექტიანად უმკლავდება ევროპული სასამართლოს მიერ დადგენილ სისტემურ ხარვეზებს. პრობლემად რჩება ფორმალურ რეფორმებსა და პრაქტიკაში მათ ეფექტიან განხორციელებას შორის არსებული მნიშვნელოვანი სხვაობა. კანონმდებლობისა ან ინსტიტუციური მოწყობის ცვლილებები ხშირად ვერ უზრუნველყოფს უფლებების რეალურ დაცვას, ეფექტიან გამოძიებას, სასამართლო კონტროლს, დაზარალებულთა მონაწილეობასა ან სამართალდარღვევებზე პასუხისმგებლობის დაკისრებას. აღსრულების პროცესში განსაკუთრებით მწვავედ იკვეთება დამოუკიდებელი და ეფექტიანი ინსტიტუციური მექანიზმების არასათანადო ქმედითობა ან შესუსტება. აღსრულების პროცესისთვის უარყოფითი მდგენელია სამოქალაქო საზოგადოების, მედიის, უფლებადამცველებისა და კრიტიკული აზრის მქონე პირების მიმართ მზარდი შემზღუდველი გარემო. უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონი, უცხოეთის აგენტების რეგისტრაციის შესახებ კანონი, გრანტების შესახებ კანონში შეტანილი ცვლილებები და სხვა შემზღუდველი საკანონმდებლო ინიციატივები ეწინააღმდეგება კონვენციის ღირებულებებს და ასუსტებს იმ აქტორების შესაძლებლობებს, რომლებსაც აღსრულების პროცესში მნიშვნელოვანი ფუნქცია აკისრიათ. მინისტრთა კომიტეტის გადაწყვეტილებების, სახელმწიფო ორგანოების მიერ წარმოდგენილი სამოქმედო დოკუმენტების, ეროვნული და საერთაშორისო ინსტიტუტების შეფასებებისა და სამოქალაქო საზოგადოების მასალების შეჯერებული ანალიზის საფუძველზე, ანგარიშში იდენტიფიცირებულია ძირითადი მიგნებები და შემუშავებულია რეკომენდაციები თითოეულ უფლებრივ საკითხთან დაკავშირებით, ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებებიდან გამომდინარე ვალდებულებების შესრულების გასაუმჯობესებლად“
მასალის შესახებპირველწყარო: ფორმულა ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
საია: სისტემა გავლენიანი მოსამართლეების ვიწრო ჯგუფის მიერ იმართებაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები