პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა?NEWSTV მთავარზე დაბრუნება

ვატო სურგულაძე - სუროგაციის აკრძალვა „შავი ბაზრის“ გაჩენის საშიშროებას გამოიწვევს, რაც გაცილებით უფრო რთული გასაკონტროლებელი იქნება - აკრძალვა ყველაზე ადვილი გადაწყვეტილებაა!

ლელოქართული ოცნებასაპატრიარქო

ვატო სურგულაძის განცხადებით, ხელისუფლების მიერ სუროგაციის აკრძალვა „შავი ბაზრის“ გაჩენას გამოიწვევს, რომლის გაკონტროლებაც გაცილებით რთული იქნება. იგი ვარაუდობს, რომ „ქართული ოცნება“ ამ ნაბიჯით საპატრიარქოს გულის მოგებას ცდილობს.

ვატო სურგულაძე - სუროგაციის აკრძალვა „შავი ბაზრის“ გაჩენის საშიშროებას გამოიწვევს, რაც გაცილებით უფრო რთული გასაკონტროლებელი იქნება - აკრძალვა ყველაზე ადვილი გადაწყვეტილებაა!
ინტერპრესნიუსი

ბოლო ხუთი წლის განმავლობაში საქართველოში დემოგრაფიული პრობლემაა. თუ ასე გაგრძელდა, 2050 წლისთვის საქართველოს მოსახლეობა ძალიან შემცირდება. აქედან გამომდინარე, იმის ნაცვლად, რომ ხელი შევუწყოთ, სუროგაციას ვკრძალავთ. აკრძალვა ყველაზე ადვილია! - ასე ეხმაურება „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“, თბილისის საკრებულოში „ძლიერი საქართველო-ლელოს“ წევრი, ექიმი ვატო სურგულაძე მმართველი პარტიის გადაწყვეტილებას, რომ საქართველოში სუროგაცია აიკრძალოს.

სურგულაძე ფიქრობს, რომ სუროგაციის აკრძალვა „შავი ბაზრის“ გაჩენის საშიშროებას გამოიწვევს, რაც მისი შეფასებით, გაცილებით უფრო რთული საკონტროლებელი იქნება.

სურგულაძე მიიჩნევს, რომ შესაძლებელია, პირველ ეტაპზე სუროგაცია მხოლოდ უცხოელებისთვის აიკრძალოს, საქართველოს მოქალაქეებისთვის კი პროცესი კანონის დონეზე უფრო მეტად დარეგულირდეს

„შავი ბაზარი თუ გაჩნდება, იმის გაკონტროლება გაცილებით უფრო რთული იქნება, ვიდრე როცა ყველაფერი ლეგალურია, ამის გამკაცრება უნდა მოხდეს, უნდა იყოს უფრო მეტი ყურადღება და უფრო მეტი რეგულაციები. სამწუხაროდ, ამ ეტაპზე სტატისტიკას არ ვფლობ, რადგან რეგულაციები ძალიან მოშლილია, თუმცა, ალბათ, ყველას გაგვიგია, რომ დიღომში ცალკე სახლი ჰქონდათ ნაქირავები ერთ-ერთ ქვეყნიდან ჩამოსული უცხოელი ქალბატონებისთვის, რომლებიც ამ საქმით იყვნენ დაკავებული.

საქართველოს მოქალაქეებისთვის ეს პროცედურა უნდა დარჩეს ლეგალური და პირიქით, შეიძლება სახელმწიფომ აქეთ შეუწყოს ხელი, რადგან სუროგაციის პროცესი არც ისე იაფია. რაღაც პერიოდით, სანამ არ ჩამოყალიბდებოდა კონტროლის კარგი მექანიზმი, სუროგაციას ავკრძალავდი უცხოელებისთვის და არა საქართველოს მოქალაქეებისათვის. საკმაოდ დიდი შემოსავალია ქვეყნისთვის სუროგაციის პროცედურა, ეს თუ კარგად იქნება დარეგულირებული, ეს ქვეყანაში ფინანსების შემოსვლაა.

თუ კი ვსაუბრობთ იმაზე, რომ კაზინოებს შევუწყოთ ხელი, რომ მაქსიმალურად განვითარდეს, იმიტომ, რომ თანხა შემოდის, სუროგაციიდანაც არანაკლები თანხა შემოდის.

როდესაც ევროპაზე ვსაუბრობთ, მოდით, ევროპის დონის ჯანდაცვა და მედიცინა იყოს საქართველოში, მერე ვისაუბროთ ამ პრობლემებზე. მოდით, იგივე ეკონომიური დოვლათი იყოს ჩვენ ქვეყანაში, როგორც ეს ევროპის ქვეყანაშია. რატომ მიდიან ქალბატონები ამ საქმიანობაზე? მხოლოდ და მხოლოდ ფინანსური და ეკონომიკური სიდუხჭირის გამო, ჩამოვაყალიბოთ იგივე ჯანდაცვა როგორც გერმანიაში, როგორც საფრანგეთში და მერე შევედაროთ ევროპას, თუმცა როდესაც უნდათ ევროპა ცუდია, მაგრამ ამ შემთხვევაში მაგალითად მოჰყავთ“, - აღნიშნა ვატო სურგულაძემ.

სურგულაძის თქმით, სუროგაცია მეზობელ სომხეთში საქართველოზე უკეთ რეგულირდება და იმ შემთხვევაში თუ პროცედურა საქართველოში აიკრძალება, ქალები საქართველოდან წავლენ სომხეთში. მისივე შეფასებით, ნებისმიერი აკრძალვა ყოველთვის გამოიწვევს რაღაც გზების გამონახვას.

„ჩვენი მეზობელი ქვეყანა, სომხეთი ამ პროცესს ჩვენზე კარგად არეგულირებს და ეს მომსახურება არსებობს, წავლენ ქალები საქართველოდან სომხეთში და რას გამოიწვევს ეს? არაფერს.

ნებისმიერი აკრძალვა, თუ ბაზარზე მოთხოვნაა, აუცილებლად გამოიწვევს რაღაც არალეგალური გზების გამონახვას. როდესაც ლიცენზირებულია რაღაც, მისი კონტროლიც უფრო ადვილია, უფრო ადვილია რაღაც რეგულაციები შემოვიტანოთ, ვიდრე მერე იატაკქვეშეთში ვდიოთ. ვერც ერთმა აკრძალვამ შედეგი ვერასდროს გამოიღო, მათ შორის, როდესაც აშშ - ს საწვავის პრობლემა ჰქონდა და დააწესეს ლიმიტირებული ფასი, გაჩნდა შავი ბაზარი. ნებისმიერ აკრძალვაზე, რასაც შემოიღებენ თუ მასზე არსებობს მოთხოვნა, ბაზარი იპოვის გამოსავალს“, - აღნიშნა ვატო სურგულაძემ.

ვატო სურგულაძე არ გამორიცხავს, რომ „ქართული ოცნება“ ცდილობს ეკლესიის გულის მოგებას, რადგან როგორც ის აღნიშნავს, თვითონვე ატყობენ, რომ ქართულ ეკლესიას და სახელმწიფოს შორის „ბზარი გაჩნდა“.

„ე.წ. ხელისუფლება მუდმივად სპეკულაციებით არის დაკავებული. ძალიან გასაკვირია, რომ კვირა დღეს გამოაცხადეს ეს გადაწყვეტილება. ჩვენ გავიარეთ კონსულტაციები საპატრიარქოსთანო, რატომ არ გაიარეს სპეციალისტებთან? არავის უთქვამს, რომ სპეციალისტი გვყავდა მოწვეული და მათი აზრი გავითვალისწინეთო. არ გამოვრიცხავ, რომ იგივე სპეკულაციაა, რადგან თვითონაც შეატყვეს, რომ ეკლესიას და სახელმწიფოს შორის საკმაოდ სერიოზული ბზარი გაჩნდა და გულის მოგებას ცდილობენ, თან მით უმეტეს გიორგობის დღესასწაულის წინა დღეს,“ - აღნიშნა ვატო სურგულაძემ.

მასალის შესახებპირველწყარო: ინტერპრესნიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
სარჯველაძე სუროგაციაზე: რისკების დაზღვევას რთულია, ამიტომ აკრძალვა სჯობს რეგულაციაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები