პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა?NEWSTV მთავარზე დაბრუნება

სოფიო ხორგუანი უმრავლესობას - ასეული მილიონით ზრდით სუს-ის მიყურადების შესაძლებლობას, გმირი მაშველებისთვის კი ვერ იმეტებთ, თანამედროვე აღჭურვილობა რომ შეიძინონ - სახელმწიფო თქვენთვის ქერის ორმოა, საიდანაც სიღარიბეს ვერ ხედავთ

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიგახარია საქართველოსთვისქართული ოცნება

სოფიო ხორგუანი უმრავლესობას ადანაშაულებს, რომ სუს-ის მიყურადების შესაძლებლობებს ასეული მილიონით ზრდის, მაშველებისთვის თანამედროვე აღჭურვილობის შესაძენად კი თანხას არ იმეტებს.

სოფიო ხორგუანი უმრავლესობას - ასეული მილიონით ზრდით სუს-ის მიყურადების შესაძლებლობას, გმირი მაშველებისთვის კი ვერ იმეტებთ, თანამედროვე აღჭურვილობა რომ შეიძინონ - სახელმწიფო თქვენთვის ქერის ორმოა, საიდანაც სიღარიბეს ვერ ხედავთ
ინტერპრესნიუსი

ასეული მილიონით ზრდით სუს-ის მიყურადებისა და თვალთვალის შესაძლებლობას, მაგრამ ჩვენი გმირი მაშველებისთვის ვერ იმეტებთ, თანამედროვე აღჭურვილობა რომ შეიძინონ. მხოლოდ შიშველი ხელებით, მამაცი გულით და გამბედაობით, პირადი რისკით იბრძვიან იმ საფრთხესთან, რომელიც ჩასაფრებულ სიღარიბეს, განუკითხაობას, უპასუხისმგებლობას, უსამართლობას, ჩარჩულ მმართველობას მოაქვს!- ასე მიმართა „გახარია საქართველოსთვის“ დეპუტატმა სოფიო ხორგუანმა პლენარული სხდომაზე „ქართული ოცნების“ დეპუტატებს.

როგორც სოფიო ხორგუანმა აღნიშნა, „მათი აკრძალვით, სიმართლე ვერ აიკრძალება“.

„სახელმწიფო თქვენთვის ქერის ორმოა, საიდანაც თქვენ ვერ ხედავთ სიღარიბეს, რომელიც ყოველ ნაბიჯზე უსაფრდება მოქალაქეებს. სიღარიბეს, რომელიც გაიძულებს, თვითგადარჩენისთვის სიცოცხლე საფრთხეში ჩაიგდო კუსტარული გამათბობლებით, დათანხმდე საშიშ სამუშაოს ან დატოვო სამშობლო. გაძვირებული ტარიფით, საკვებით, ცხოვრება იქცა ტკივილად, რომლის წამალსაც ვერ ყიდულობ. წამალსაც ოქროს ფასი აქვს.

ოქრო კი, ისევე, როგორც მიწა, ტყე, მდინარე, რომელიც საქართველოს ხალხს ეკუთვნის, მიტაცებული გაქვთ! ჩვენი სამშობლო, სამოთხესავით რომ გვერგო, თქვენთვის მხოლოდ საჯილდაო ქვა და სარფიანი აღებ-მიცემობის ადგილია!

საქართველოში სიღარიბე მხოლოდ პოლიტიკური ჩარჩების დამსახურებაა. თქვენს კისერზეა საქართველოს სიღარიბე. ევროპაზე ჭორაობთ, მაგრამ იგივე პოსტსაბჭოთა პოლონეთში, ჩეხეთში, ბალტიისპირეთში ცხოვრების ხარისხი იმდენად უკეთესია, რომ იქ მუშებად მივდივართ. არადა, სტარტი თანაბარი გვქონდა. რომ არ მოგეპარათ, ხალხზე რომ გეფიქრათ, სახელმწიფო რომ გეშენებინათ, თქვენი საბანკო ანგარიშების ნაცვლად, სამშობლო რომ გყვარებოდათ!

დღეს ციფრებით და მანიპულაციებით ვითომ შეამცირეთ გაჭირვებულთა რიცხვი, წაართვით სოციალური დაცვა, ის მინიმუმი, რაც დროებით გაიმეტეთ, მხოლოდ თქვენი ძალაუფლების გასამტკიცებლად!

რატომ ებღაუჭებით ძალაუფლებას?! ხალხზე ზრუნვა თქვენ არ გაღელვებთ. მხოლოდ საკუთარი ბიზნესები. მხოლოდ შესაძლებლობა, რომ კიდევ უფრო მეტად გამდიდრდეთ საქართველოს ხარჯზე. თქვენს მიერ ხელმოწერილი კანონპროექტები, სარჩელები, კანონები, გადაწყვეტილებები, თქვენს მიერ დაგეგმილი ბიუჯეტი არ ემსახურება ხალხს და სამართლიან სახელმწიფოს.

ასეული მილიონით ზრდით სუს-ის მიყურადებისა და თვალთვალის შესაძლებლობას, მაგრამ ჩვენი გმირი მაშველებისთვის ვერ იმეტებთ, თანამედროვე აღჭურვილობა რომ შეიძინონ. მხოლოდ შიშველი ხელებით, მამაცი გულით და გამბედაობით, პირადი რისკით იბრძვიან იმ საფრთხესთან, რომელიც ჩასაფრებულ სიღარიბეს, განუკითხაობას, უპასუხისმგებლობას, უსამართლობას, ჩარჩულ მმართველობას მოაქვს. ეს დასტურია, რომ თქვენ მხოლოდ თქვენი ძალაუფლების უსაფრთხოება გადარდებთ და არა ხალხის უსაფრთხოება.

სწორედ ეს არის თქვენი განაჩენი. მმართველების, რომლებმაც ხალხი დაივიწყეთ. მაგრამ სიმართლე ის კატეგორიაა, რომელიც იმის მიუხედავად არსებობს, გაიგონებთ, დაინახავთ, აღიარებთ თუ არა. ჩვენი აკრძალვით, სიმართლე ვერ აიკრძალება“,- აღნიშნა სოფო ხორგუანმა.

მასალის შესახებპირველწყარო: ინტერპრესნიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
სოფიო ხორგუანი - ღარიბაშვილი დიდი გამბედაობით არ გამოირჩევა და ვერ ვიტყვი, რომ განსაკუთრებული გმირობის იმედი მაქვს, მაგრამ მის მიმართ პოლიტიკური მართლმსაჯულებააწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები