არქიმანდრიტი ბენიამინი: მთავრობასაც ყველაფერი ისე არ შეუძლია, ჩვენ რომ გვინდა, იმიტომ, რომ დემოკრატიულ ქვეყნებს აქვთ კანონები, ისედაც ხომ დასცინიან ჩვენ მთავრობას, რატომ თქვი, ქალი ქალია და კაცი კაციაო - სასაცილოა, სატირალი რომ არ იყოს. მშვიდობა რომ შეგვინარჩუნეს, მადლობა ვუთხრათ ამ საკითხში ხელისუფლებას
არქიმანდრიტ ბენიამინის განცხადებით, მთავრობას ყველაფერი ისე არ შეუძლია, როგორც საზოგადოებას სურს, თუმცა მშვიდობის შენარჩუნებისთვის ხელისუფლებას მადლობა ეკუთვნის. სასულიერო პირი სიძულვილისა და დაპირისპირების წინააღმდეგ ლოცვისკენ მოუწოდებს.

გულით ლოცვას, სიყვარულით ლოცვას ისმენს ღმერთი და განსაკუთრებით გირჩევთ, ყოველ დილას ვილოცოთ, რომ არ იყოს პოლიგონი, არ იყოს პოლიცია, სხვადასხვა მოსაზრების გამო ერთმანეთი არ შევჭამოთ, - განაცხადა არქიმანდრიტმა ბენიამინმა (ბელქანია) ქადაგებისას.
მისი განცხადებით, ეკლესიას შეუძლია მხოლოდ მოუწოდოს სინანულისკენ, თუმცა, იმავე ფორმით ვერ იმოქმედებს, როგორც კომუნისტები მოქმედებდნენ.
სასულიერო პირი აღნიშნავს, რომ მთავრობას ყველაფერი ისე არ შეუძლია, როგორც საზოგადოებას სურს, იმ საკითხში კი, რასაც მშვიდობის შენარჩუნება ჰქვია, ხელისუფლებას მადლობა ეკუთვნის
„ძალიან მიყვარს ახალარჩეული პატრიარქი, დღეგრძელობა მისცეს ღმერთმა და თუ რამე განსხვავებული აზრები გექნებათ, მოძღვარი იქნება ეს, თუ ერის კაცი იქნება, შეიძლება ეს მოძღვრებთან ერთად თქვა, რამე თუ არ მოგწონს. თუ არა და, ეს მერე იწვევს განკითხვას ერში. რაც ხდება, ყველაფერს ამბობს ახალი პატრიარქი, მაგრამ ჩვენ, ეკლესია არ ვართ კანონმდებლები. ჩვენი მოვალეობაა მოვუწოდოთ სინანულისკენ. ხშირად მომყავს მაგალითი, როგორია სიონის გვერდში „შანგრი ლა“, ანჩისხატის გვერდში - რესტორანი, კაზინოც არის. ასევეა ყველგან: სადაც ღვთის მსახურები არიან, ეშმაკის მსახურებიც არიან, მაგრამ ჩვენ არ გვაქვს უფლება, როგორც კომუნისტები მორწმუნეებს კლავდნენ, ასევე ჩვენ, ვინც ურწმუნოა, ლიბერალია და ღმერთის მტერია, ისინი ჩავქოლოთ და ავკრძალოთ. მე არ შემიძლია ეს, პატრიარქსაც არ შეუძლია, პატრიარქს შეუძლია მოუწოდოს. მაგრამ ის, რაც ხდება, მთავრობასაც ყველაფერი ისე არ შეუძლია, ჩვენ რომ გვინდა, იმიტომ, რომ დემოკრატიულ ქვეყნებს აქვთ თავისი კანონები, ისედაც ხომ დასცინიან ჩვენ მთავრობას, რატომ თქვი, ქალი ქალია და კაცი კაციაო - თან სასაცილოა, სატირალი რომ არ იყოს. ასევე, მშვიდობა რომ შეგვინარჩუნეს, ცოცხლები რომ ვართ, მადლობა ვუთხრათ ამ საკითხში ხელისუფლებას, მაგრამ ის, რაც ხდება, კაზინოები - ეს უნდა გამოხატო არა სიძულვილით, არა იმით, რომ მოღალატეებო და მტრებო იძახო. ამის მაგალითია წმინდა ნინო - ლოცულობდა მეფე მირიანისთვის, რომელიც მთავრობა იყო; წმინდა გიორგი - მეფე დიოკლიტიანესთვის - ხელისუფლება იყო.ლოცვით გვეშველება, ბოღმით და სიძულვილით მოხდება ის, რაც მოხდა 1991 წელს - ღმერთმა დაგვიფაროს - სამოქალაქო ომი“, - განაცხადა არქიმანდრიტმა ბენიამინმა.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…