პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

მეუფე იობი - რომ ვთქვი, ურწმუნოა ეს ხელისუფლება, თავიანთი სახე წარმოჩინდა მათი გამოხმაურებით - მე კი არ შეურაცხმყვეს, შეურაცხყვეს ღმერთი, ეკლესია და წარმოჩინდა, რომ არ ყოფილან მორწმუნენი - ფარისევლობაა, როცა ერთს ამბობ და მეორეს აკეთებ

მროველ-ურბნელი მიტროპოლიტი იობი აცხადებს, რომ ხელისუფლების გამოხმაურებით წარმოჩნდა მათი ურწმუნოება, რითაც მათ შეურაცხყვეს ღმერთი და ეკლესია, ხოლო მათი ქმედებები ფარისევლობაა.

მეუფე იობი - რომ ვთქვი, ურწმუნოა ეს ხელისუფლება, თავიანთი სახე წარმოჩინდა მათი გამოხმაურებით - მე კი არ შეურაცხმყვეს, შეურაცხყვეს ღმერთი, ეკლესია და წარმოჩინდა, რომ არ ყოფილან მორწმუნენი - ფარისევლობაა, როცა ერთს ამბობ და მეორეს აკეთებ
ინტერპრესნიუსი

რომ ვთქვი, ურწმუნოა ეს ხელისუფლება და არაეკლესიური, თავიანთი სახე წარმოჩინდა, ხომ, ასეა?! მათი გამოხმაურებით, მათი დამოკიდებულებით - მე კი არ შეურაცხმყვეს მათ, შეურაცხყვეს ღმერთი, შეურაცხყვეს ეკლესია. აქედან წარმოჩნდა, რომ არ ყოფილან მორწმუნენი, - ამის შესახებ მროველ-ურბნელმა მიტროპოლიტმა იობმა (აქიაშვილი) ქადაგებისას განაცხადა.

როგორც მეუფემ აღნიშნა, ზუსტად უნდა დავარქვათ ყველაფერს თავისი სახელი და ფარისევლობაა, როდესაც ერთს ამბობ და მეორეს აკეთებ.

„ვინც ეზიარება, ვინც მაზიარებელია, ის არის ქრისტესთან. თუ დაცილებულია ადამიანი და ეკლესიური არ არის, ის ღმერთთან არ არის. მე, ჩემს წინა ქადაგებაში, ყველა ჩემს წინადადებას ახსნას გავუკეთებ - რომ ვთქვი, ურწმუნოა ეს ხელისუფლება და არაეკლესიური, თავიანთი სახე წარმოჩინდა, ხომ, ასეა?! მათი გამოხმაურებით, მათი დამოკიდებულებით. როგორც დღეს, სახარებაში თქვენ მოისმინეთ, რომ თქვენ თუ შეურაცხგყოფენო, მოციქულებს ეუბნება, ისინი მე შეურაცხმყოფენო. მე კი არ შეურაცხმყვეს მათ, შეურაცხყვეს ღმერთი, შეურაცხყვეს ეკლესია. აქედან წარმოჩნდა, რომ არ ყოფილან მორწმუნენი და ვისაც რწმენა აქვს, ის ეკლესიურიც არის იმიტომ, რომ მას არ სურს, რომ დაიღუპოს. რწმენა ეშმაკსაც აქვს, ეშმაკს სწამს, რომ ღმერთი არსებობს, მაგრამ დადასტურება ღვთის მყოფობისა და ღმერთთან ურთიერთობის არის ეკლესიური ცხოვრება, რომ ჩვენ გადარჩენა გვინდა, ჩვენ ცხონება გვინდა. ჩვენი სული უნდა ცხონდეს. აი, ეს არის მორწმუნეობა, ეს არის ეკლესიურობა. ბევრს ჰგონია, რომ სანთლით დადგეს ტაძარში, დაანთოს სანთელი და ეს არის მორწმუნეობა და ქრისტიანობა - ეს არ არის ქრისტიანობა, ეს არის ფარისევლობა, ზუსტად უნდა დავარქვათ ყველაფერს თავისი სახელი. ფარისევლობაა ეს, რომ ერთს ამბობ და მეორეს აკეთებ“- განაცხადა მეუფე იობმა.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

4 სტატია
ოპოზიციური 3
  1. Facebookმეუფე იობი: მე კი არ შეურაცხმყვეს, არამედ ღმერთი, ეკლესია
  2. TV პირველიოპოზიციური„მათ მე კი არა, ღმერთსა და ეკლესიას მიაყენეს შეურაცხყოფა“ - მიტროპოლიტი იობი "ოცნებას" პასუხობს
  3. ნეტგაზეთიოპოზიციურიმათი [ხელისუფლების] გამოხმაურებით წარმოჩინდა, რომ არ ყოფილან მორწმუნენი – მიტროპოლიტი იობი
  4. ალიაოპოზიციური,, რომ ვთქვი, რომ ურწმუნოა ეს ხელისუფლება და არაეკლესიური, თავიანთი სახე წარმოჩინდა, ხომ ასეა?.. ” – მეუფე იობი
მასალის შესახებპირველწყარო: ინტერპრესნიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
სასულიერო პირთა უმრავლესობა თანამდებობის პირებს დაემსგავსა - მიტროპოლიტი იობიწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები