ჭყონდიდის მიტროპოლიტი სტეფანე: „თვითმყოფადობის დაცვა მარტო მთავრობის საქმე არ არის, ეკლესიის საქმეც არის და მე როგორ ვეტყვი ამ მთავრობას, რომელიც ამას ცდილობს, რომ ურწმუნოა და უნდა წავიდეს. ეს არ არის სწორი მიდგომა, ეს არის განკითხვა და არა სიმართლისთვის ბრძოლა“
ჭყონდიდის, ცაგერისა და ლენტეხის მიტროპოლიტ სტეფანეს განცხადებით, ხელისუფლების მიმართ მოწოდება, რომ ის ურწმუნოა და უნდა წავიდეს, განკითხვაა და არა სიმართლისთვის ბრძოლა. მან აღნიშნა, რომ მთავრობა თვითმყოფადობისა და ქრისტიანული ღირებულებების დაცვას ცდილობს.

„თვითმყოფადობის დაცვა მარტო მთავრობის საქმე არ არის, ეკლესიის საქმეც არის და მე როგორ ვეტყვი ამ მთავრობას, რომელიც ამას ცდილობს, რომ ურწმუნოა და უნდა წავიდეს. ეს არ არის სწორი მიდგომა, ეს არის განკითხვა და არა სიმართლისთვის ბრძოლა“,-განაცხადა ჭყონდიდის, ცაგერისა და ლენტეხის მიტროპოლიტმა სტეფანემ დღევანდელი ქადაგებისას.
მიტროპოლიტმა ქვეყნის ხელისუფლების ძალისხმევაზე, ქრისტიანული გზისა და ტრადიციული ღირებულებების დაცვის მნიშვნელობაზე ისაუბრა.
სასულიერო პირის განცხადებით, ხელისუფლება მნიშვნელოვანი გამოწვევების წინაშე დგას და ცდილობს, საქართველო ქრისტიანულ გზაზე დარჩეს. მიტროპოლიტმა განსაკუთრებულად აღნიშნა არასრულწლოვანთა დაცვის კანონის მიღების მნიშვნელობაც.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
3 სტატიამეუფე სტეფანე - ძალიან უნდა ვერიდოთ განკითხვას - ვერ ვიტყვი, რომ ჩვენი მთავრობა არის ურწმუნო და მთავრობა უნდა წავიდეს, ვინ მოვა მერე, არ ვიცი
მეუფე სტეფანე: ვერ ვიტყვი, რომ ჩვენი მთავრობა არის ურწმუნო და მთავრობა უნდა წავიდეს, ვინ მოვა მერე, არ ვიცი
ჭყონდიდის, ცაგერისა და ლენტეხის მიტროპოლიტი სტეფანე: „მე ვერ ვიტყვი, რომ ჩვენი მთავრობა ურწმუნოა. ვერ ვიტყვი, რომ მთავრობა უნდა წავიდეს. ვინ მოვა მერე მე არ ვიცი“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…