პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა?NEWSTV მთავარზე დაბრუნება

სინდისის პატიმარი ანატოლი გიგაური თავისუფალია

საპროტესტო აქციებზე დაკავებულმა ანატოლი გიგაურმა სასჯელის ვადის ამოწურვის შემდეგ გლდანის პენიტენციური დაწესებულება დატოვა. მან განაცხადა, რომ სახელმწიფომ სრულიად უკანონოდ 2 წელი გაატარებინა ციხეში, აწამეს და მისი საქმე სახელმწიფო დაკვეთა იყო.

სინდისის პატიმარი ანატოლი გიგაური თავისუფალია
ბათუმელები

დღეს, 24 ნოემბერს, 2024 წლის ნოემბერ-დეკემბერში მიმდინარე საპროტესტო აქციებზე დაკავებულმა ანატოლი გიგაურმა გლდანის პენიტენციური დაწესებულება დატოვა.

ის სასჯელის ვადის ამოწურვის შემდეგ გაათავისუფლეს.

პატიმრობიდან გათავისუფლების შემდეგ, ანატოლი გიგაურმა „ნეტგაზეთთან“ კომენტარი გააკეთა.

„მე ვთვლი, რომ სტაბილური ადამიანი ვარ და მაგრამ მოვიდა ისეთი დრო, როცა სახელმწიფომ დამსაჯა და სრულიად უკანონოდ 2 წელი გამატარებინა ციხეში, როდესაც მე დამესხნენ თავს, მე მაწამეს.

მიუხედავად ვიდეო მტკიცებულებისა, ვერ დავამტკიცეთ ჩვენი სიმართლე და იგივე მოძალადეებმა, მე დმარქვეს მოძალადე. ეს არის ჩემთვის ყველაზე დიდი შურაცხყოფა, რადგან ადამიანს, რომელსაც ღირსება და პატივისცემა გააჩნდა მუნდირის წინაშე, სწორედ ამაში დამდეს ბრალი, რომ მუნდირს მივატენე შეურაცხყოფა.

ძალიან ცუდი სანახავი იყო ყველა, ის მუნდირს უკან დამალული მოღალატე, არაწესიერი და არაკეთილსინდისიერი ადამიანი და ასევე იმ მანტიის უკან დამალული ტიტუშკები. აქ იყო სახელმწიფოს დაკვეთა და ეს დაკვეთა შეასრულეს“-ამბობს ანატოლი გიგაური.

ანატოლი გიგაურს 2 წლით ჰქონდა თავისუფლების აღკვეთა მისჯილი, მას თავდაპირველად პოლიციელზე თავდასხმას ედავებოდნენ, თუმცა, მოსამართლე ჯვებე ნაჭყებიამ მას აღნიშნული ბრალდება გადაუკვალიფიცირა და სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ დანაშაულში ცნო დამნაშავედ.

აღნიშნული მუხლი გულისხმობს წინააღმდეგობას, მუქარას ან ძალადობას საზოგადოებრივი წესრიგის დამცველის ან ხელისუფლების სხვა წარმომადგენლის მიმართ.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

5 სტატია
ოპოზიციური 3ნეიტრალური 2
  1. ინტერპრესნიუსინეიტრალურიანატოლი გიგაური პენიტენციურ დაწესებულებას ხვალ დატოვებს
  2. TV პირველიოპოზიციურიანატოლი გიგაური თავისუფალია
  3. ინტერპრესნიუსინეიტრალურიანატოლი გიგაურმა პენიტენციური დაწესებულება დატოვა
  4. ფორმულაოპოზიციურიანატოლი გიგაურმა გლდანის ციხე დატოვა
  5. რადიო თავისუფლებაოპოზიციური2-წლიანი პატიმრობის შემდეგ ციხე დატოვა ანატოლი გიგაურმა
მასალის შესახებპირველწყარო: ბათუმელები ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
ციხიდან გათავისუფლებული გიგაური 28 ნოემბრის აქციას უერთდება: რაც მალე შევძლებთ გაერთიანებას, მით მალე დავამარცხებთ რუსულ გავლენებს საქართველოშიწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები