ანატოლი გიგაურმა პენიტენციური დაწესებულება დატოვა
2024 წლის ნოემბერ-დეკემბრის აქციებზე დაკავებულმა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ანატოლი გიგაურმა, სასჯელის ვადის ამოწურვის შემდეგ, პენიტენციური დაწესებულება დატოვა.

2024 წლის ნოემბერ-დეკემბერში მიმდინარე საპროტესტო აქციებზე დაკავებულმა, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, მსჯავრდებულმა ანატოლი გიგაურმა გლდანის პენიტენციური დაწესებულება დატოვა.
გიგაურს სასჯელის ვადა დღეს ამოეწურა. მას 2 წლით თავისუფლების აღკვეთა ჰქონდა მისჯილი.
გიგაურს თავდაპირველად პოლიციელზე თავდასხმას ედავებოდნენ, თუმცა, მოსამართლე ჯვებე ნაჭყებიამ მას აღნიშნული ბრალდება გადაუკვალიფიცირა და სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ დანაშაულში ცნო დამნაშავედ, რომელიც გულისხმობს წინააღმდეგობას, მუქარას ან ძალადობას საზოგადოებრივი წესრიგის დამცველის ან ხელისუფლების სხვა წარმომადგენლის მიმართ.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
5 სტატიამასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…