პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა?NEWSTV მთავარზე დაბრუნება

ციხიდან გათავისუფლებული გიგაური 28 ნოემბრის აქციას უერთდება: რაც მალე შევძლებთ გაერთიანებას, მით მალე დავამარცხებთ რუსულ გავლენებს საქართველოში

თბილისის საქალაქო სასამართლო

2-წლიანი პატიმრობის შემდეგ გლდანის ციხიდან გათავისუფლებული სამოქალაქო აქტივისტი ანატოლი გიგაური აცხადებს, რომ 28 ნოემბრის აქციას უერთდება და საზოგადოებას გაერთიანებისკენ მოუწოდებს.

ციხიდან გათავისუფლებული გიგაური 28 ნოემბრის აქციას უერთდება: რაც მალე შევძლებთ გაერთიანებას, მით მალე დავამარცხებთ რუსულ გავლენებს საქართველოში
TV პირველი

ციხიდან გათავისუფლებული ანატოლი გიგაური 28 ნოემბრის მასშტაბურ აქციას უერთდება -გლდანის ციხის დატოვების შემდეგ სამოქალაქო აქტივისტმა საზოგადოებას მიმართა და გაერთიანებისკენ მოუწოდა

"28 ნოემბერს ყველა ვიქნებით ერთად. რაც მალე შევძლებთ გაერთიანებას, მით მალე დავამარცხებთ რუსულ გავლენებს საქართველოში", - განაცხადა ანატოლი გიგაურმა.

მანამდე ციხიდან გათავისუფლებულმა აქტივისტმა "პირველებთან" ისაუბრა მუნდირს ამოფარებულ პოლიციელებზე, რომლებმაც ის დააკავეს.

"მოძალადეებმა მე მოძალადე დამარქვეს, ეს არის ჩემთვის ყველაზე შეურაცხმყოფელი - ადამიანისთვის, რომელსაც ყველაზე დიდი ღირსება და პატივისცემა გააჩნდა მუნდირის წინაშე" - ამბობს გიგაური.

ემოციური ადამიანი არ ვარ, ვფიქრობ რომ სტაბილური ადამიანი ვარ და მაქვს ამის შესაბამისი აღზრდა. შეიძლება სახელმწიფომ მიიღო ამ ჩემს აღზრდაში მონაწილეობა, მაგრამ მოვიდა ისეტი სიტუაცია, როცა სახელმწიფოამც დამსაჯა და სრულიად უკანონოდ გამატარებინა ციხეში, როდესაც მე დამესხნენ თავს და მე მაწამეს. მიუხედავად ვიდეო-მტკიცებულებსია ვერ დავამტკცეთ ჩვენი სიმართლე. მოძალადეებმა დამარქვეს მე მოძალადე, ეს არის ჩემთვის ყველაზე შეურაცმყოფელი ადამიანს, რომელსაც ყველაზე დიდი ღირსება და პატივისცემა გააჩნდა მუნდირის წინაშე, ზუსტად იმაში დამდეს ბრალი, რომ მუნდირს მივაყენე შეურაცხყოფა. ეს იყო ჩემთვსი ყველაზე ამაზრზენი და ცუდი სანახავი იყო ყველა ის მუნდირს უკან დამალული მოღალატე, არასინდისიერი ადამიანი და ასევე იმ მანტიის უკან დ მალული ჩვეულებრივი ტიტუშკები. იყო სახელმწიფოებრივი დაკვეთა და შეასრულეს სახელმწიფოებრივი დაკვეთა.

მე დავპირდი მაგ ადამიანს, (ვინც ჩემზე იძალადა) და ასევე იმ პროკურორსაც, აუცილებლად მოთავსდება პროკურორი ქალტა კოლონიაში და აუცილებლად შევუგზავნი გაბუნიას ფოტოსურათს, რომ მასზე კარგად ილოცოს რამდენ წელსაც გაატარებს იქ. მარტო გაბუნია არ იყო იყო, მუნდირს უკან რომ დგანან, ჩვეულებრივი ტერორისტები არიან.

ჯერ მუნდირი რას ნიშნავს- შენი ხალხი უნდა გიყვარდეს და შენი ხალხისთვის თავგანწირვა უნდა შეგეძლოს და სიცოცხლეც უნდა გაიღო და რას აკეთებ შენი ხალხისთვის?

ვინც წერა კითხვა არ იცის და არ აქვს წაკითხული რა ევალება და მხოლოდ იამს ასრულებს რასაც ზემდგომი ეტყვის, ნუ მოელით იმას, რომ წინ წავა ჩვენი ქვეყანა და რაღაცა მოხდება. უნდა შეიცვალოს ყველაფერი.

რაც შეეხება საპროტესტო აქციებს, მე ყველას მოვუწოდებ ვერთიანდებით 28 ნოემბერს, ყველა ვიქნებით ერთად და რაც მალე შევძლებთ გაერთიანებას, მით მალე დავამარცხებთ ამ რუსულ გავლენებს საქართველოში ". - განაცხადა ანატოლი გიგაურმა.

ანატოლი გიგაური თავისუფალია - 2 წლიანი პატიმრობის შემდეგ აქციებზე დაკავებულმა აქტივისტმა, გლდანის ციხე დატოვა.

შეგახსენებთ, რომ 12 აგვისტოს საქალაქო სასამართლომ ანატოლი გიგაურს 2 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა - მოსამართლე ჯვებე ნაჭყებიამ მას ბრალი „პოლიციელზე თავდასხმა“, შედარებით მსუბუქი მსს კოდექსის 353 მუხლის პირველი ნაწილით გადაუკვალიფიცირა.

ცნობისთვის, ანატოლი გიგაური სამართალდამცავებმა 2 წლის წინ 25 ნოემბერს დააკავეს.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

1 სტატია
  1. ნეტგაზეთიოპოზიციურისინდისის პატიმარმა ანატოლი გიგაურმა 2-წლიანი პატიმრობა მოიხადა და გათავისუფლდა
მასალის შესახებპირველწყარო: TV პირველი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
ანატოლი გიგაური თავისუფალიაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები