სტამბოლი-ბათუმის თვითმფრინავი ბათუმის აეროპორტში ვერ ჯდება
სტამბოლი-ბათუმის რეისის თვითმფრინავი არასათანადო ხილვადობის გამო ბათუმის აეროპორტში რამდენიმე მცდელობის შემდეგ ვერ დაჯდა და ქუთაისის აეროპორტში გადამისამართდა.

ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში დღეს, 12 ოქტომბერს, თვითმფრინავი, რომელიც ასრულებს სტამბოლი-ბათუმის რეისს, რამდენიმე მცდელობის შემდეგ ბათუმის აეროპორტში ვერ დაჯდა.
როგორც „ბათუმელებმა“ გაარკვია, ეკიპაჟმა ჩათვალა, რომ სათანადო ხილვადობა არ იყო, ამიტომ ამ რეისის თვითმფრინავი, ქუთაისში, კოპიტნარის აეროპორტში დაჯდება.
__
განახლება: თვითმფრინავი უკვე დაჯდა ქუთაისის აეროპორტში
მასალის შესახებპირველწყარო: ბათუმელები ↗
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.