პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ბომბის არსებობის შესახებ მიღებული შეტყობინების გამო, პრაღა-რომის რეისი ვენეციაში გადამისამართდა

Reuters-ის ცნობით, ბორტზე ბომბის არსებობის შესახებ მიღებული შეტყობინების გამო, Wizz Air-ის თვითმფრინავი, რომელიც პრაღიდან რომში მიფრინავდა, ვენეციაში გადამისამართდა და იქ დაეშვა.

ბომბის არსებობის შესახებ მიღებული შეტყობინების გამო, პრაღა-რომის რეისი ვენეციაში გადამისამართდა
ინტერპრესნიუსი

Wizz Air-ის რეისი, რომელიც პრაღიდან რომში მიფრინავდა, ბომბის არსებობის შესახებ მიღებული შეტყობინების გამო, ვენეციის მიმართულებით გადამისამართდა და იქ დაეშვა, - ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

საინფორმაციო სააგენტო ANSA-მ მანამდე გაავრცელა ინფორმაცია, თითქოს გაფრთხილება რომის ფიუმიჩინოს აეროპორტის საკონტროლო-დისპეტჩერულ პუნქტში განხორციელებული სატელეფონო ზარის მეშვეობით მიიღეს, თუმცა სააგენტოს წყარომ ეს ცნობა უარყო.

Reuters-მა გუშინ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში რამდენიმე რეისის გადამისამართება გახდა საჭირო, მას შემდეგ, რაც ავიაკომპანიებმა ბორტზე ბომბის საფრთხის შესახებ შეტყობინებები მიიღეს.

მასალის შესახებპირველწყარო: ინტერპრესნიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
Reuters - ევროპის მასშტაბით, ბომბის საფრთხის შესახებ შეტყობინებების გამო, ათზე მეტ თვითმფრინავს ავარიულად დაშვება მოუხდაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები