პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ლატვიის პრემიერის განცხადებით, მისმა ქვეყანამ ალიშერ უსმანოვისა და მიხაილ ფრიდმანის სანქციების სიიდან ამოღება დაბლოკა

ლატვიის პრემიერ-მინისტრმა ანდრის კულბერგსმა განაცხადა, რომ ლატვიამ დაბლოკა რუსი ოლიგარქების, ალიშერ უსმანოვისა და მიხაილ ფრიდმანის სანქციების სიიდან ამოღება სანქციების ვადის გახანგრძლივების სანაცვლოდ.

ლატვიის პრემიერის განცხადებით, მისმა ქვეყანამ ალიშერ უსმანოვისა და მიხაილ ფრიდმანის სანქციების სიიდან ამოღება დაბლოკა
ინტერპრესნიუსი

ლატვიის პრემიერ-მინისტრის, ანდრის კულბერგსის განცხადებით, ლატვია მხარს უჭერს რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების გახანგრძლივებას, თუმცა არ ეთანხმება გარიგებას, რომლის მიხედვითაც ამის სანაცვლოდ რუსი ოლიგარქები, ალიშერ უსმანოვი და მიხაილ ფრიდმანი სანქციების სიიდან უნდა ამოიღონ.

“ლატვიამ მხარი არ დაუჭირა ირლანდიის თავმჯდომარეობის მიერ მომზადებულ გადაწყვეტილების პროექტს. ვითარება რთულია. სანქციების ვადის გაგრძელება ევროკავშირის 27-ვე წევრი ქვეყნის თანხმობას მოითხოვს. თუ დადგენილ ვადამდე შეთანხმება ვერ შედგება, საფრთხის ქვეშ დადგება სანქციების შენარჩუნება მთელი სიისთვის და არა მხოლოდ ალიშერ უსმანოვისა და მიხაილ ფრიდმანისთვის. სანქციების ვადის 36 თვით გახანგრძლივება სწორი ნაბიჯი იქნება, თუმცა, ამის საფასური არ უნდა იყოს აღნიშნული ორი პირის სანქციების სიიდან ამოღება. ლატვია ასეთ წინადადებას ვერ მიიღებს”, - აცხადებს ლატვიის პრემიერი.

მისი თქმით, ლატვია გააგრძელებს მუშაობას ბრიუსელსა და პარიზთან ლატვიის ინტერესების შესაბამისი გამოსავლის პოვნის მიზნით.

“საგარეო საქმეთა მინისტრ ბაიბა ბრაჟესთან ერთად, ვიმუშავებთ ბრიუსელსა და პარიზთან, რათა ვიპოვოთ ლატვიის ინტერესების შესაბამისი გამოსავალი. ვეცდებით, მოვიპოვოთ ევროკავშირში მხარდაჭერა ლატვიის პოზიციისთვის. ამ საკითხთან დაკავშირებით, ხვალისთვის მინისტრთა კაბინეტის საგანგებო სხდომა მოვიწვიე”, - აცხადებს ლატვიის პრემიერი. მისი თქმით, ვიდრე რუსეთი ომს აგრძელებს, ევროპის ზეწოლა უნდა გაძლიერდეს და არა კრემლისთვის უფრო ხელსაყრელი გახდეს.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

3 სტატია
ოპოზიციური 2ნეიტრალური 1
  1. ინტერპრესნიუსინეიტრალურივოლოდიმირ ზელენსკიმ ლატვიას ევროკავშირის სანქციების სიიდან ალიშერ უსმანოვისა და მიხაილ ფრიდმანის ამოღების დაბლოკვისთვის მადლობა გადაუხადა
  2. ტაბულაოპოზიციური"რთული კომპრომისი" – EU რუსეთთან დაკავშირებულ პირებზე სანქციებს 3 წლით გაახანგრძლივებს
  3. რადიო თავისუფლებაოპოზიციურიპუტინთან დაახლოებულ ორ ოლიგარქს ევროკავშირის სანქციები აღარ შეეხება
მასალის შესახებპირველწყარო: ინტერპრესნიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
Reuters - ევროკავშირის ელჩები რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების სიიდან ალიშერ უსმანოვისა და მიხაილ ფრიდმანის ამოღების საკითხზე შეთანხმდნენწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები