ვოლოდიმირ ზელენსკიმ ლატვიას ევროკავშირის სანქციების სიიდან ალიშერ უსმანოვისა და მიხაილ ფრიდმანის ამოღების დაბლოკვისთვის მადლობა გადაუხადა
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ მადლობა გადაუხადა ლატვიის პრეზიდენტსა და პრემიერ-მინისტრს რუსი ოლიგარქების, ალიშერ უსმანოვისა და მიხაილ ფრიდმანისთვის ევროკავშირის სანქციების მოხსნის დაბლოკვისთვის.

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ მადლობა გადაუხადა ლატვიის პრეზიდენტს ედგარ რინკევიჩსა და პრემიერ-მინისტრს ანდრის კულბერგსს იმისთვის, რომ „უკრაინის წინააღმდეგ მიმდინარე აგრესიულ ომთან ბრძოლაში სამართლებრივი ფრონტი არ შეასუსტეს“.
„მოსკოვზე ზეწოლა უნდა გაძლიერდეს, კერძოდ, მათ წინააღმდეგ, ვინც პუტინის ომს ხელს უწყობს. მათ წინააღმდეგ, ვინც აგრესიიდან სარგებელს იღებს. ვიდრე ეს ომი გრძელდება, ეს სახელები სანქციების სიაში უნდა დარჩეს“, - წერს ზელენსკი X-ზე.
შეგახსენებთ, ევროკავშირის ელჩები შეთანხმების მიღწევას ცდილობენ, რათა რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების მოქმედების ვადა გახანგრძლივდეს. ევროკავშირის მიერ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების მოქმედების ვადა დღეს, 22 სექტემბერს, შუაღამისას იწურება.
ევროკავშირის ელჩები რუსეთის წინააღმდეგ სანქციების რეჟიმის სამი წლით გახანგრძლივების წინადადებას განიხილავენ, რომელიც რუსი ოლიგარქებისთვის ალიშერ უსმანოვისა და მიხაილ ფრიდმანისთვის სანქციების მოხსნას ითვალისწინებს.
ელჩებმა ორშაბათს საბოლოო შეთანხმების მიღწევა ვერ შეძლეს. ლატვიის პრემიერ-მინისტრმა, ანდრის კულბერგსისმა განაცხადა, რომ მისმა ქვეყანამ უსმანოვისა და ფრიდმანის სანქციების სიიდან ამოღება დაბლოკა.
ციტატები სტატიიდან
„უკრაინის წინააღმდეგ მიმდინარე აგრესიულ ომთან ბრძოლაში სამართლებრივი ფრონტი არ შეასუსტეს“
„მოსკოვზე ზეწოლა უნდა გაძლიერდეს, კერძოდ, მათ წინააღმდეგ, ვინც პუტინის ომს ხელს უწყობს. მათ წინააღმდეგ, ვინც აგრესიიდან სარგებელს იღებს. ვიდრე ეს ომი გრძელდება, ეს სახელები სანქციების სიაში უნდა დარჩეს“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.