ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიპოლიტიკასტატია

Reuters - ევროკავშირის ელჩები რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების სიიდან ალიშერ უსმანოვისა და მიხაილ ფრიდმანის ამოღების საკითხზე შეთანხმდნენ

ევროკავშირის ელჩები შეთანხმდნენ სანქციების სიიდან ალიშერ უსმანოვისა და მიხაილ ფრიდმანის ამოღებაზე, თუ უახლოესი საათების განმავლობაში არცერთი წევრი ქვეყანა არ გააპროტესტებს ამ გადაწყვეტილებას. ამასთან, სანქციები ათასობით სხვა რუსი ფიზიკური და იურიდიული პირის მიმართ სამი ვადით გაგრძელდება.

Reuters - ევროკავშირის ელჩები რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების სიიდან ალიშერ უსმანოვისა და მიხაილ ფრიდმანის ამოღების საკითხზე შეთანხმდნენ
Reuters - ევროკავშირის ელჩები რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების სიიდან ალიშერ უსმანოვისა და მიხაილ ფრიდმანის ამოღების საკითხზე შეთანხმდნენინტერპრესნიუსი

ევროკავშირის ელჩები რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების სიიდან უსმანოვისა და ფრიდმანის ამოღების საკითხზე შეთანხმდნენ, - ინფორმაციას Reuters-ი ევროპელ დიპლომატებზე დაყრდნობით ავრცელებს.

გამოცემის ინფორმაციით, ევროკავშირი რუს ოლიგარქებს ალიშერ უსმანოვსა და მიხაილ ფრიდმანს სანქციებს მოუხსნის, იმ პირობით, რომ უახლოესი რამდენიმე საათის განმავლობაში ევროკავშირის წევრი რომელიმე ქვეყანა გადაწყვეტილებას არ გააპროტესტებს.

დიპლომატების ცნობით, შეთანხმების ფარგლებში ევროკავშირი ათასობით რუსი ფიზიკური და იურიდიული პირის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს სამი წლის ვადით გაახანგრძლივებს.

როგორც ცნობილია, რუსეთის წინააღმდეგ სანქციების რეჟიმის გახანგრძლივებას ხელს სწორედ უსმანოვისა და ფრიდმანის სიიდან ამოღების საკითხი უშლიდა. გავრცელებული ინფორმაციით, სლოვაკეთი სიიდან ორივე მათგანის ამოღებას ითხოვდა, ხოლო საფრანგეთმა უსმანოვის ამოღების საკითხი დააყენა.

ევროკავშირის მიერ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების მოქმედების ვადის 22 სექტემბერს, შუაღამისას იწურება.

მასალის შესახებპირველწყარო: ინტერპრესნიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.