"ბარსელონამ" პსჟ-ს ერთ-ერთი ლიდერის გადაბირება განიზრახა - საქმეში ლუის ენრიკე ჩაერია
„ბარსელონა“ პსჟ-ს მცველის, ნუნო მენდეშის გადაბირებას გეგმავს, რის გამოც პარიზული კლუბის მწვრთნელმა ლუის ენრიკემ ხელმძღვანელობას ფეხბურთელთან კონტრაქტის სასწრაფოდ გახანგრძლივება მოსთხოვა. El Nacional-ის ცნობით, პორტუგალიელი ფეხბურთელის სატრანსფერო ღირებულება 80 მილიონი ევროა.

პსჟ-ს განაპირა მცველს, ნუნო მენდეშს „ბარსელონა“ ეპატიჟება, - იტყობინება El Nacional-ი.
გამოცემა ირწმუნება, რომ „ბარსელონას“ უახლოეს მომავალში მენდეშთან მოლაპარაკების დაწყება აქვს გადაწყვეტილი და მის გადაბირებას იმედოვნებს.
პორტუგალიელს პსჟ-სთან კონტრაქტი 2029 წლის ზაფხულამდე აქვს გაფორმებული, პარიზული კლუბი გახანგრძლივებას სთავაზობს, „ბარსელონა“ კი იქმდე აპირებს მის დაყოლიებას. ამის გამო საქმეში „პარი სენ ჟერმენის“ მწვრთნელი ლუის ენრიკე ჩაერია და კლუბის პრეზიდენტ ნასერ ალ-ხელაიფის მენდეშთან ხელშეკრულების სასწრაფოდ გახანგრძლივება სთხოვა.
თუ ნუნო პსჟ-ს შეთავაზებას დათანხმდება, მისი სეზონური გასამრჯელო 20 მილიონ ევრომდე გაიზრდება.
Transfermarkt-ის მიხედვით 24 წლის მენდეშის ფასი 80 მილიონია.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…