პსჟ-მ კვარაცხელიას და დუეს ტრავმების გამო მნიშვნელოვანი სატრანსფერო გადაწყვეტილება მიიღო
RMC Sport-ის ცნობით, ხვიჩა კვარაცხელიასა და დეზირე დუეს ტრავმების გამო პსჟ ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაზე შემტევის დამატებას გეგმავს. The Touchline-ის მტკიცებით, პარიზული კლუბის მთავარი სამიზნე „ატლეტიკოს“ თავდამსხმელი ხულიან ალვარესია.

RMC Sport-ის ცნობით, ხვიჩა კვარაცხელიას და დეზირე დუეს ტრავმების გამო, პსჟ იძულებული იქნება ზამთარში შემტევი დაიმატოს. სახელდება ანტონიო ნუსას (ლაიფციგი), ესტევან ვილიანის (ჩელსი), ელი ჟუნიორ კრუპის (ბორნმუთი), პარის ბრუნერის (მონაკო) და ალისონ სანტანას (შახტარი) კანდიდატურები.
The Touchline-ს მტკიცებით, „პარი სენ ჟერმენის“ მთავარი სამიზნე „ატლეტიკოს“ თავდამსხმელი ხულიან ალვარესია. 26 წლის ალვარესს მადრიდულ კლუბთან კონტრაქტი 2030 წლის 30 ივნისამდე აქვს გაფორმებული, მისი საბაზრო ფასი კი 110 მილიონი ევროა.
აღნიშნულია, რომ არგენტინელთან პირობების შეთანხმებაზე პსჟ-ს პრობლემა არ ექნება და მთავრია ტრანსფერზე „ატლეტიკო“ დაითანხმონ.
ალვარესმა ამ სეზონში ყველა ტურნირზე 13 მატჩში 2 გოლი გაიტანა და 5 საგოლე გადაცემა გააკეთა. ხულიანს გუნდის დატოვება ზაფხულში უნდოდა, რის გამოც მის მიმართ გულშემატკივრები დღემდე უარყოფითად არიან განწყობილი.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…