პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

"მომავალი კვარაცხელიაა" - ენრიკემ პსჟ-ის სპორტულ დირექტორს ამ ფეხბურთელის დამატება მოსთხოვა

პსჟ-ის მთავარმა მწვრთნელმა ლუის ენრიკემ სპორტულ დირექტორ ლუის კამპოსს „ბარსელონას“ 19 წლის ვინგერის, ალექს გონსალესის დამატება მოსთხოვა. ენრიკე ახალგაზრდა ფეხბურთელს „მომავალ კვარაცხელიას“ უწოდებს.

"მომავალი კვარაცხელიაა" - ენრიკემ პსჟ-ის სპორტულ დირექტორს ამ ფეხბურთელის დამატება მოსთხოვა
სპორტალი

FullTime90-ის ინფორმაციით, პსჟ-ის მწვრთნელ ლუის ენრიკესა და გუნდის სპორტულ დირექტორ ლუის კამპოსს შორის შეხვედრა შედგა, სადაც მხარეებმა ახალგაზრდა ტალანტებისა და მათი დამატების ვარიანტები განიხილეს.

პარიზელთა დამრიგებელი "ბარსელონას" "ლა მასიას" წევრის 19 წლის მარცხენა ვინგერის ალექს გონსალესის თამაშით ძალიან მოხიბლული ყოფილა და კამპოსს ზამთარში მისი დამატება მოსთხოვა.

ენრიკემ სპორტულ დირექტორს განუცხადა, რომ რომ მისი აზრით, ახალგაზრდა ნამდვილი ხვიჩა კვარაცხელიაა! ესპანელ დამრიგებელს მიაჩნია, რომ მისი ხელმძღვანელობით გონსალესი კიდევ უფრო განვითარდება და მსოფლიო დონის ვარსკვლავი გახდება.

ამჟამად "ბარსელონასგან" ალექს გონსალესის კონტრაქტში 15 მილიონი ევროს ოდენობის გამოსასყიდი პუნქტია, რაც პოტენციურ ტრანსფერს პსჟ-ისთვის ფინანსურად ხელმისაწვდომს ხდის.

დიდია შანსი, რომ დრო ფერნანდესის შემდეგ ის გახდეს კიდევ ერთი ამომავალი ვარსკვლავი, რომელიც ბარსელონადან პარიზში გადაბარგდება.

მასალის შესახებპირველწყარო: სპორტალი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

სხვადასხვა ·
ლუის ენრიკემ "ბარსელონას" ვარსკვლავის დამატება მოისურვა - ის კვარაცხელიას გულშემატკივარიაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები