პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ლუის ენრიკემ "ბარსელონას" ვარსკვლავის დამატება მოისურვა - ის კვარაცხელიას გულშემატკივარია

პსჟ-ს მთავარმა მწვრთნელმა ლუის ენრიკემ „ბარსელონას“ ნახევარმცველის, გავის დამატება მოისურვა. გავის კატალონიურ კლუბთან კონტრაქტი 2030 წლამდე აკავშირებს, მისი საბაზრო ღირებულება კი 25 მილიონი ევროა.

ლუის ენრიკემ "ბარსელონას" ვარსკვლავის დამატება მოისურვა - ის კვარაცხელიას გულშემატკივარია
სპორტალი

ფერან ტორესის შეძენის შემდეგ, პსჟ-ს მწვრთნელს ლუის ენრიკეს „ბარსელონას“ კიდევ ერთი ფეხბურთელის, გავის დამატება სურს, - იტყობინება El Nacional-ი.

აღნიშნულია, რომ ტრანსფერის განხორციელების შემთხვევაში, 22 წლის გავის პსჟ-ში სტაბილურად თამაშის და ფორმის აღდგენის საშუალება მიეცემა.

გავის „ბარსელონასთან“ კონტრაქტი 2030 წლის ზაფხულამდე აქვს გაფორმებული, ამ სეზონში ყველა ტურნირზე 7 მატჩში 191 წუთი ითამაშა, Transfermarkt-ის მიხედვით კი მისი ფასი 25 მილიონი ევროა.

ადრე მან განაცხადა, რომ ხვიჩა კვარაცხელიას დიდი გულშემატკივარია და მალე გამოჯანმრთელება უსურვა.

მასალის შესახებპირველწყარო: სპორტალი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

სხვადასხვა ·
ტრანსფერზე ენრიკემ თანხმობა გასცა - სავარაუდოდ, პსჟ კვარაცხელიას შემცვლელს იჯარით აიყვანსწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები