რუსულმა ძალებმა დნიპროს კრივი-რიჰსა და პავლოგრადს ბალისტიკური რაკეტებით შეუტიეს, არიან დაღუპულები და დაშავებულები
რუსულმა ძალებმა უკრაინის დნეპროპეტროვსკის ოლქის ქალაქებზე - დნიპროზე, კრივი-რიჰსა და პავლოგრადზე ბალისტიკური რაკეტებით მიიტანეს იერიში. თავდასხმის შედეგად სამრეწველო ობიექტებზე ხანძრები გაჩნდა, ხოლო დნიპროში ორი ადამიანი დაიღუპა და ექვსი დაშავდა.

რუსულმა ძალებმა უკრაინის დნეპროპეტროვსკის ოლქზე ბალისტიკური რაკეტებით დარტყმები განახორციელეს, აფეთქებები მოხდა დნიპროში, კრივი-რიჰსა და პავლოგრადში, - ინფორმაციას უკრაიანული მედია ავრცელებს.
გავრცელებული ინფორმაციით, რუსულმა ძალებმა დარტყმები ერთდროულად განახორციელეს ოლქის სამ ქალაქში მდებარე სამრეწველო ობიექტებზე, რის შედეგადაც აღნიშნულ ობიექტებში ხანძრები გაჩნდა.
ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, თავდასხმის შედეგად დნიპროში ორი ადამიანი დაიღუპა და ექვსი დაშავდა.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.