პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა?NEWSTV მთავარზე დაბრუნება

გერმანიის 450-მდე სკოლამ დანაღმვის შესახებ მიიღო შეტყობინებები

გერმანიაში 450-მდე სკოლამ დანაღმვის შესახებ ანონიმური მუქარის შემცველი წერილი მიიღო; პოლიციის ცნობით, საფრთხე არსად დადასტურდა.

გერმანიის 450-მდე სკოლამ დანაღმვის შესახებ მიიღო შეტყობინებები
იმედინიუსი

გერმანიის მასშტაბით ასობით სკოლამ დანაღმვის შესახებ ანონიმური შეტყობინება მიიღო. ამის შესახებ ინფორმაცია სხვადასხვა ფედერალური მიწიდან გავრცელდა. პოლიციის მონაცემებით, 23 ნოემბერს, დილით ერთი და იმავე შინაარსის მუქარის შემცველი ელექტრონული წერილები ქვეყნის მასშტაბით დაახლოებით 450 სკოლაში გაიგზავნა. კერძოდ, ფრაიბურგში განაცხადეს, რომ წერილებში ნათქვამი იყო თითქოსდა დამონტაჟებულ ბომბზე. თიურინგიის პოლიციამ აღნიშნა, რომ მუქარა არ დადასტურდა და მასწავლებლებს სკოლების ევაკუაციისგან თავის შეკავება ურჩიეს. თუმცა რიგ რეგიონებში მოსწავლეები შინ მაინც გაუშვეს.

დრეზდენსა და მის შემოგარენში სკოლებში ბომბის არსებობის შესახებ 90 შეტყობინება შევიდა. არც იქ დადასტურდა არცერთი მუქარა. ანალოგიური ინციდენტები მოხდა ქვემო საქსონიაში, შლეზვიგ-ჰოლშტაინსა და გერმანიის სხვა რეგიონებშიც. დაწყებულია გამოძიება.

ნოემბერში მსგავსი შეტყობინებები იტალიის ათასობით სკოლამ მიიღო, რასაც ევაკუაცია მოჰყვა. იქამდე კი დანაღმვის შესახებ მასობრივი გზავნილების პრობლემას ევროპის ავიაგადაზიდვების სფერო შეეჯახა.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

1 სტატია
  1. რუსთავი 2სამთავრობომედია: მთელი გერმანიის მასშტაბით, 450-ზე მეტმა სკოლამ ელექტრონული ფოსტით ბომბის აფეთქების მუქარის შემცველი შეტყობინებები მიიღო
მასალის შესახებპირველწყარო: იმედინიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
Reuters: იტალიაში 6 300-ზე მეტ სკოლაში ბომბის არსებობის შესახებ ანონიმური შეტყობინება შევიდაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები