პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა?NEWSTV მთავარზე დაბრუნება

მედია: მთელი გერმანიის მასშტაბით, 450-ზე მეტმა სკოლამ ელექტრონული ფოსტით ბომბის აფეთქების მუქარის შემცველი შეტყობინებები მიიღო

შინაგან საქმეთა სამინისტრო

გერმანიაში 450-ზე მეტ სკოლაში ელექტრონული ფოსტით ბომბის აფეთქების მუქარის შემცველი შეტყობინებები გაიგზავნა. პოლიცია საზოგადოებრივი სიმშვიდის დარღვევის მუხლით გამოძიებას აწარმოებს, თუმცა საფრთხეს ამ ეტაპზე რეალურად არ მიიჩნევს.

მედია: მთელი გერმანიის მასშტაბით, 450-ზე მეტმა სკოლამ ელექტრონული ფოსტით ბომბის აფეთქების მუქარის შემცველი შეტყობინებები მიიღო
რუსთავი 2

გერმანიის მასშტაბით, 400-ზე მეტმა სკოლამ ელექტრონული ფოსტით ბომბის აფეთქების მუქარის შემცველი შეტყობინებები მიიღო.

სამხრეთ-დასავლეთ გერმანიის ქალაქ ფრაიბურგის პოლიციამ განცხადებაში დაადასტურა, რომ სხვადასხვა სკოლაში სავარაუდო ბომბის არსებობის შესახებ მუქარის შეტყობინებები მიიღეს, მათ შორის, შეტყობინებები პოლიციის გადაუდებელი დახმარების ცხელ ხაზზეც შევიდა.

"ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, მუქარის შემცველი ელექტრონული წერილები მთელი ფედერალური მიწის მასშტაბით 450-ზე მეტ სკოლაში გაიგზავნა“, - ნათქვამია განცხადებაში.

გავრცელებული ინფორმაციით, წერილების სათაურად მითითებული იყო: "სიკვდილი გელოდებათ“. მედიის ინფორმაციით, ახლა გამომძიებლებმა უნდა დაადგინონ, ვინ გაგზავნა მუქარის შემცველი შეტყობინებები.

პოლიციის ცნობით, სკოლებში გაგზავნილ ყველა ელექტრონულ წერილს იდენტური ტექსტი ჰქონდა.

აღმოსავლეთ გერმანიის თიურინგიის ფედერალური მიწის პოლიციის განცხადებით, მომხდარზე გამოძიება მუქარის შემცველი დანაშაულებრივი ქმედებებით საზოგადოებრივი სიმშვიდის დარღვევის მუხლით მიმდინარეობს.

ამ ეტაპზე, გამომძიებლები არ მიიჩნევენ, რომ ბომბის აფეთქების მუქარა რეალურ საფრთხეს წარმოადგენს.

თიურინგიის პოლიციის განცხადებით, სკოლებს ურჩევენ, მოსწავლეების ევაკუაცია არ განახორციელონ. თუმცა, პოლიციის წარმომადგენლის თქმით, ორშაბათს, დილით, რამდენიმე სკოლამ მოსწავლეები უკვე სახლში გაუშვა. ამ სკოლებში პოლიციის პატრულებიც გაგზავნეს.

ბომბის აფეთქების მუქარის შესახებ შეტყობინებები ჩრდილო-ცენტრალურ გერმანიაში, ქვემო საქსონიის ფედერალურ მიწაზეც რამდენიმე სკოლას გაუგზავნეს. ეს ინფორმაცია ჰანოვერში მდებარე, შინაგან საქმეთა სამინისტრომ და განათლებისა და კულტურის სამინისტრომ დაადასტურეს.

სკოლებს რეკომენდაცია მისცეს, რომ მუქარის შემთხვევაში დაუკავშირდნენ პოლიციას და მომხდარის შესახებ აცნობონ.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

1 სტატია
  1. იმედინიუსისამთავრობოგერმანიის 450-მდე სკოლამ დანაღმვის შესახებ მიიღო შეტყობინებები
მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
იტალიის 6 000-მდე სკოლაში ბომბის არსებობის შესახებ ელექტრონული შეტყობინება შევიდა, რის გამოც ქვეყნის მასშტაბით ათასზე მეტი სასწავლო დაწესებულებიდან მოსწავლეებისა და პერსონალის ევაკუაცია განხორციელდაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები