პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

იტალიის 6 000-მდე სკოლაში ბომბის არსებობის შესახებ ელექტრონული შეტყობინება შევიდა, რის გამოც ქვეყნის მასშტაბით ათასზე მეტი სასწავლო დაწესებულებიდან მოსწავლეებისა და პერსონალის ევაკუაცია განხორციელდა

იტალიის 6 000-მდე სკოლაში ბომბის შესახებ ცრუ შეტყობინება შევიდა, რის გამოც 1 000-ზე მეტი სასწავლებლიდან ევაკუაცია განხორციელდა. რომის შეფასებით, ეს ჰიბრიდული შეტევის ნაწილია.

იტალიის 6 000-მდე სკოლაში ბომბის არსებობის შესახებ ელექტრონული შეტყობინება შევიდა, რის გამოც ქვეყნის მასშტაბით ათასზე მეტი სასწავლო დაწესებულებიდან მოსწავლეებისა და პერსონალის ევაკუაცია განხორციელდა
რუსთავი 2

იტალიის 6 000-მდე სკოლაში ბომბის არსებობის შესახებ ელექტრონული შეტყობინება შევიდა, რის გამოც ქვეყნის მასშტაბით 1000-ზე მეტი სასწავლო დაწესებულებიდან მოსწავლეებისა და პერსონალის ევაკუაცია განხორციელდა.

სამართალდამცველებმა შენობები შეამოწმეს, თუმცა ასაფეთქებელი მოწყობილობა არცერთში არ აღმოჩნდა. იტალიის პრემიერ-მინისტრის, ჯორჯია მელონის განცხადებით, შემოწმების შედეგად რეალური საფრთხე არ დადასტურდა.

მომხდარის გამო პრემიერ-მინისტრმა ძალოვანი უწყებების ხელმძღვანელებთან, დაზვერვისა და კიბერუსაფრთხოების ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლებთან საგანგებო თათბირი გამართა. დღეს დილით კი ჯორჯია მელონი უსაფრთხოების საკითხებზე ინფორმაციის გასაზიარებლად ოპოზიციური პარტიების ლიდერებს ხვდება.

ოფიციალური რომის შეფასებით, მასობრივი ცრუ შეტყობინებები ჰიბრიდული შეტევის ნაწილია, რომელიც ქვეყანაში ქაოსის შექმნასა და სახელმწიფო ინსტიტუტების მიმართ ნდობის შერყევას ისახავს მიზნად. ცრუ შეტყობინებები მოსალოდნელი თავდასხმების შესახებ გასულ დღეებში დიდი ბრიტანეთის, ირლანდიისა და ბულგარეთის მედიასაშუალებებში, ასევე ევროპულ ავიაკომპანიებშიც შევიდა. ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს.

მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
Reuters: იტალიაში, ბომბის შესახებ შეტყობინებების გამო, 300 სკოლიდან მოსწავლეთა და მასწავლებელთა ევაკუაცია განხორციელდაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები